ჩვენი წიგნები

  

სკოლებში ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის ძირითადი მეთოდები

გია ხატისაშვილი, თამარ ვარაზი

გამომცემლობა: eawm

გამოცემის წელი: 2018

ISBN:

ანოტაცია:

კრებულის მიზანია გააცნოს სკოლის მასწავლებლებს სასკოლო ლაბორატორიაში არსებული ქიმიური რეაქტივების ნარჩენების მართვის სტრატეგია და მათი უტილიზაციის ძირითადი მეთოდები.

კრებული შედგება 15 ნაწილისაგან. თითოეულ ნაწილს თან ერთვის შესაბამისი ვიდეორგოლი:

1. ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესები 

2. ტოქსიკური ნივთიერებების უტილიზაცია 

3. ქიმიური რეაქტივების ნარჩენების მართვის სტრატეგია 

1. უწარწერო რეაქტივების პრობლემა 

2.დაღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვება და შენახვა

3. მჟავებისა და ტუტეების ნარჩენების უტილიზაცია

4. ტყვიის ნაერთების უტილაზაცია

5. მჟანგავი ნივთიერებების ნარჩენების გაუვნებელყოფა

6. ბიოლოგიური ექსპერიმენტების ნარჩენების უტილიზაცია

7. ვერცხლის შემცველი ნარჩენების უტილიზაცია

8. სპილენძის შემცველი ნაერთების უტილიზაცია

9. ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების განადგურება

10. ჰალოგენების ნარჩენების გაუვნებელყოფა

11. ტუტე მეტალებისა და კალციუმის ნარჩენების უტილიზაცია

12. თუთიის შემცველი ნაერთების უტილიზაცია

 

 
  

არაორგანული და ორგანული ქიმია. კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

ნოდარ ლეკიშვილი, მაია რუსია, ხათუნა ბარბაქაძე, გიორგი ლეკიშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: სპქა

გამოცემის წელი: 2021

ISBN: 978-9941-26-250-0

ანოტაცია:

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება – არარგანული ქიმია და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში. პირველ ნაწილში კომპაქტურად არის განხილული კითხვები და შესაბამისი პასუხები ყველა მნიშვნელოვანი s, p, d და f ელემენტის და მათი ძირითადი ნაერთების ქიმიიდან. მოიცავს როგორც ელემენტების ატომების და ნაერთების აღნაგობას, ისე მიღების მეთოდებს, ქიმიურ თვისებებს, მათ როლს ადამიანის ორგანიზმში და გამოყენების მნიშვნელოვან სფეროებს.

მეორე ნაწილში განხილულია ორგანული ქიმიის ზოგადი კურსის ყველა ძირითადი კლასის მნიშვნელოვანი საბაზო კითხვები და გარდაქმნის სქემები. მოტანილია მათი შესაბამისი პასუხები. წიგნი შედგენილი და დაწერილია საინტერესოდ, კომპაქტურად და სტუდენტებისთვის გასაგები ლიტერატურული ენით; მოტანილია საინტერესო საილუსტრაციო მასალები. წიგნი გამიზნულია არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში ცოდნის თვითშემოწმებისათვის უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატის ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ორგანულ ქიმიას გარკვეული სპეციფიკური პროგრამით შეისწავლიან. ის დაეხმარება სტუდენტებს არა მარტო ორგანული ქიმიის საფუძვლიანად ათვისებაში, არამედ განუვითარებს ამ დარგში სამომავლო ხედვებს და უზრუნველყოფს მათი ცოდნის შემდგომ გაღრმავებას. ის სასარგებლო იქნება ახალგაზრდა ლექტორებისთვის და საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის, რომელთაც სურთ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ ორგანული ქიმია, ვიდრე ამის შესაძლებლობას საჯარო სკოლა იძლევა.

 

რედაქტორები:
                  აკადემიკოსი შოთა სამსონია
                  პროფესორი ბადრი არზიანი
                 ასისტენტ პროფესორი ქრისტინე გიორგაძე

 
  

ორგანული ქიმია

შ. სამსონია, მ. გვერდწითელი, ი. ჩიკვაიძე, ლ. კვირიკაძე

გამომცემლობა: თსუ

გამოცემის წელი: 2017

ISBN: ISBN 978-9941-13-636

ანოტაცია: წიგნი წარმოადგენს ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოს ქიმიკოს-ბაკალავრე-ბისთვის. მასში განხილულია ორგანული ქიმიის უმთავრესი თეორიული საკითხები და ორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. სხვადასხვა ჰომოლოგიურ რიგში ნაერთთა მიღების მე¬თო¬დები და მათი ქიმიური თვისებები ძირითადად წარმოჩენილია სქემების სახით.

 
  

ნავთობისა და ბუნებრივი აირების ქიმია

შ. სამსონია, თ. დოქსოპულო, ი. ჩიკვაიძე, თ. ხუჭუა

გამომცემლობა: თსუ

გამოცემის წელი: 2009

ISBN: ISBN 978-9941-13-148

ანოტაცია: სახელმძღვანელოში განხილულია ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირების თვისებები, მათი დაყოფისა და კვლევის მეთოდები, ნავთობური საწვავებისა და ზეთების შედგენილობა და მათი საექსპლუატაციო თვისებები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტების ქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და ნავთობის ქიმიის სპეციალობის მქონე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 
  

ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია

ლ. თალაკვაძე, ნ. ღონღაძე, ე.ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: სპქა

გამოცემის წელი: 2013

ISBN: ელ-გამოცემა

ანოტაცია: