თაკოს ფონდი

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ფარგლებში   დაფუძნებულია „თაკოს ფონდი“. ეს არის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თაკო (თამარ)  ხატისაშვილის ხსოვნის უკვდავყოფასა და მისი ღირებულებების გაგრძელებას ქიმიის დარგში განათლების მხარდაჭერის გზით.

ფონდის მისია და მიზნები

„თაკოს ფონდის“ პრიორიტეტია, ქიმიისა და მომიჯნავე დარგების სტუდენტებისა თუ ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. ფონდი ზრუნავს მათთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობასა და განვითარების მექანიზმების შექმნაზე.

„ჩვენ გვწამს, რომ განათლება ხსოვნის შენარჩუნებისა და მომავლის შენების ყველაზე ძლიერი გზაა. ინვესტიცია ახალგაზრდა ქიმიკოსებში არის ინვესტიცია საქართველოს მეცნიერების ხვალინდელ დღეში.“

 

ფონდი უზრუნველყოფს:

  • აკადემიური მოსწრებითა და მაღალი მოტივაციით გამორჩეული სტუდენტების სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
  • ახალგაზრდა ქიმიკოსების წახალისებას, რომელთაც აქვთ დარგის განვითარების პოტენციალი.

 

მართვა და გამჭვირვალობა

ფონდი თაკოს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით შეიქმნა. მისი საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა:

  • დაფინანსება: ფონდის ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ მიზნობრივი კერძო შემოწირულებები.
  • შერჩევის პროცესი: სტუდენტების შერჩევასა და დაფინანსების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური კომისია.

 

ინფორმაცია აპლიკანტებისთვის

განაცხადების მიღების ვადები, შერჩევის პრინციპები და კრიტერიუმები გამოქვეყნდება ასოციაციის ვებგვერდზე ყოველი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე, ჩარიცხვების ოფიციალურ გამოცხადებამდე.

 „თაკოს ფონდის“ ანგარიშია GE10TB7447536020100014.