მისია

  • ასოციაციის წევრების ხელშეწყობა და მათი ძალისხმევის გაერთიანება, რათა განხორციელებულ იქნეს ქიმიის, ქიმიური ინჟინერინგისა და მონათესავე დარგებში დასაქმებული მეცნიერების, ინჟინრების, სპეციალისტთა პროფესიონალური და შემოქმედებითი ინტერესების უზრუნველყოფის პირობა, მათი მაღალი სოციალური სტატუსის შექმნა და მხარდაჭერა.
  • ქიმიისა და ქიმიური ინჟინერინგის დარგების ფართო პოპულარიზაცია.
  • მჭიდრო თანამშრომლობა საჯარო და კერძო სკოლებთან ქიმიისა და ქიმიური ინჟინერინგის დარგების ფართო პოპულარიზაციისა და მათი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით.
  • ქიმიისა და ქიმიური ინჟინერინგის დარგებში მომუშავე მეცნიერთა და ინჟინერთა მიღწევების პოპულარიზაცია.
  • მეცნიერთა ჯგუფებსა და მეწარმეთა კონსოლიდაციის ხელშეწყობა.
  • ასოციაციის და მათი წევრების უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შექმნის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მათ პროფესიონალურ საქმიანობას.
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალური ეთიკის ჩამოყალიბება.
  • ხელშეწყობა სამეურნეო კომპლექსში პროგრესული, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შექმნასა და დანერგვაში, რომელიც იძლევა წარმოების ეფექტურობის გაზრდის საშუალებას, მეცნიერებატევადი, პრინციპულად ახალი სახის პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობას ნაკლები შრომითი და საწარმოო დანახარჯებით, სამამულო-სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განვითარებას მსოფლიო მიღწევათა დონეზე.
  • მონაწილეობა მიმდინარე და უახლესი პერიოდისათვის ქიმიური მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგის სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და ძირითადი მიმართულებების დადგენაში; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვასა და რეალიზაციაში.
  • მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესში, ასევე კონკრეტული სასწავლო-სამეცნიერო-ტექნოლოგიური საკითხების შეფასებასა და აუდიტში.
  • მსხვილი პროექტების გარშემო საზოგადოებრივი აზრის გამოვლენა და ჩამოყალიბება, როგორც დარგის საწარმოებში, ისე სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პერსპექტიული პროექტების მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად მათი ავტორების წახალისება.
  • მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების, მოწინავე საწარმოო გამოცდილების პროპაგანდა.
  • საქმიანი, შემოქმედებითი და მეგობრული კავშირების განვითარება სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, ასოციაციებთან, საზოგადოებებთან, უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, საწარმოებთან.
  • მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
  • მონაწილეობა სამეცნიერო და საინჟინრო კადრების, სპეციალისტების პროფესიული ცოდნის ამაღლებაში.
  • ქიმიური მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის დარგში კონსულტაციების გაწევა.
  • ეროვნული მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიული წარსულის შესწავლა და პროპაგანდა. პრაქტიკაში ქართული ტექნიკური, კერძოდ ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის ტერმინოლოგიის დამკვიდრება.
  • ხელი შეუწყოს ქართულ საზოგადოებაში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონის პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
  • ასოციაციას შეუძლია აწარმოოს ყველა შესაძლო საქმიანობა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქრთველოში მოქმედ კონსტიტუციასა და კანონებს.