შეეკითხე მეცნიერს
კითხვა.
მაინტერესებს რეაქციის გიბსის პოტენციალის სტანდარტული ცვლილების ზუსტი არსი. როდესაც განმარტებაში წერია, რომ ეს არის მდგომარეობა როცა თითოეული ნივთიერების კონცენტრაცია არის 1მოლი/ლ, ამაში რა იგულისხმება კონკრეტულად? ანუ რა განსხვავებას გავლენას ახდენს რეაგენტების კონცენტრაცია გიბსის პოტენციალზე თუ მაინც 1 მოლი ნივთიერების გარდაქმნის ან წარმოქმნის ცვლილებას ვითვლით?ანუ რა მნიშვნელობა აქვს რეაგენტების საწყის კონცენტრაციას , თუ მაინც 1 მოლი პროდუქტის წარმოქმნის გიბსის ცვლილებას ვითვლით?გიორგი ტაბატაძე
კითხვა.
მოგესალმებით. მაინტერესებს რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს უძველესი საპნის დამზადების პროცესში.ნაწარწმინდილს,იგივე თუთქის დუღილის შედეგად,მასა შესქელდება და ემატება ცხოველური ცხიმები და სწორედ ამ მასით ამზადებდნენ უძველს საპონს.გთხოვთ მიპასუხოტ ამ პროცესის ქიმური ახსნაზე.მადლობაეკა წულუკიძე
კითხვა.
გამარჯობა. მე-7 კლასის მოსწავლეს აქვს პროექტი: "წყალი სიცოცხელეა". პროექტის ფარგლებში უნდა ჩაატაროს ცდა წყალზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქიმიის მხოლოდ უმცირესი ნაწილი აქვთ შესწავლილი ჯერ-ჯერობით, დავიბენით მშობლებიც და ბავშვებიც. ხომ ვერ გვირჩევთ წყალზე მარტივ ცდას? მადლობა.რუსუდან ტატუაშვილი
კითხვა.
გთხოვთ დამეხმაროთ, მაინტერესებს შემდეგი რეაქციის დასრულება და გატოლება ჟანგვა აღდგენით:რკინის(II) ქლორიდი + კალიუმის ნიტრიტი + მარილმჟავა -> აზოტის (II) ოქსიდი......
პატივისცემით ქეთევან ლობჟანიძე
კითხვა.
გამარჯობა. მაინტერესებს მ.ა ე.-ს განსაზღვრისათვის რატომ აიღეს მაინცდამაინც ნახშირბადი და მისი 12გ? მადლობა წინასწარ.ნინო
კითხვა.
გამარჯობა. ორი კითხვა მაქვს:) 1) რატომ არ შეიძლება, რომ d ბლოკის ელემენტებს გარე შრეზე ორზე მეტი ელექტრონი ქონდეთ?2) რამდენ ხანს შეიძლება იყოს ელექტრონი აგზნებულ მდგომარეობაში და საწყის ენერგეტიკულ დონეზე დაბრუნების შემდეგ, ენერგიას რა ფორმით ასხივებს?
ნ. ჩაფიძე
კითხვა.
მეათე კლასის სახელმძრვანელოში გვაქვს ასეთი კითხვა- ამოცანა ფარადეის და ავოგადროს რიცხვების გამოყენებით გმოიანგარიშეთ:ა) ელექტრონის მუხტი;
ბ)1 კულონ ელექტრობაში ელექტრონების რიცხვი, გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა
დ. ბაზალელი
კითხვა.
გამარჯობათ.მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგო მჟავის,ფუძე(ტუტის),მარილის და ოქსიდების გრამ ექვივალენტი. დიდი მადლობა წინასწარ
სერგო გოგიჩაშვილი