შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

პოლივინილის სპირტი განიცდის თუ არა პოლიმერიზაციას UV დაშუქების შემთხვევაში? სად შეიძლება ამ მასალის შეძენა საქართველოში,
წინასწარ მადლობთ
ბებია ვიტალი

კითხვა.

გამარჯობათ,მაინტერესებს ასეთ კითხვაზე პასუხი. რომელი ელემენტი ამჟღავნებს უფრო ძლიერ არამეტალურ თვისებებს,თუ პირველის ელექტრონისადმი სწრაფვაა -100ევ და მეორის 250ევ. პასუხში წერია,რომ პირველი უფრო ძლიერი არამეტალია. როგორც მე ვიცი, ელექტრონისადმი სწრაფვა რაც უფრო მაღალია,მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური თვისებები. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ მეორე ელემენტი უფრო ძლიერი არამეტალი უნდა იყოს. რა არის სწორი პასუხი?
დიდი პატივისცემით, მერაბ გზირიშვილი

კითხვა.

გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ასეთ შეკითხვაზე, რატომ ძლიერდება მეტალური თვისებები რიგში: Au,Ag,Cu. როგორც წესი, ჯგუფში მეტალური თვისებები ძლიერდება ზემოდან ქვემოთ (A ქვეჯგუფის ელემენტებისთვის). ვიცი, რომ ეს არ ეხება B ქვეჯგუფის ელემენტებს. მაგრამ, იქნებ გამარკვიოთ, როგორ განვსაზღვრო როგორ იცვლება მეტალური და არამეტალური თვისებები B ქვეჯგუფის ელემენტებისთვის?
დიდი პატივისცემით, მერაბ გზირიშვილი

კითხვა.

თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ,რატომ არის ფოსფოროვანმჟავა ორფუძიანი მჟავა(H3PO3), მჟავების ფუძიანობა ხომ წყალბადატომების რაოდენობით განისაზღვრება?
მერაბ გზირიშვილი, სტუდენტი

კითხვა.

0.1N და 0.1M ხნარის მომზადება როგორ შეილება? როგორ ანგარიშობენ ორივე მათგანს და რა განსხვავებაა ნორმალობასა და მოლურობას შორის.
გიორგი

კითხვა.

რა სახის ბმას შეიცავს CO2? როგორც ვიცი,თვითონ მოლეკულა არაპოლარული სიმეტრიული აღნაგობის გამო. თუმცა თავად ბმა ხომ პოლარულ-კოვალენტურია?
მერაბ გზირიშვილი

კითხვა.

შესაძლებელია თუ არა წითელი კომბოსტოსაგან უნივერსალური ინდიკატორის დამზადება, და თუ კი როგორ? მადლობთ ყურადღებისათვის.
ლაშა ბერიძე

კითხვა.

გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე. რას უდრის დნმ-ის ერთი ნუკლეოტიდის ზომა? რას უდრის ერთი ამინომჟავის ზომა? მხედველობაში მაქვს საშუალო ზომა. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
პატივისცემით, მერაბ გზირიშვილი.

კითხვა.

რატომ ჰქვია OF2-ს ჟანგბადის ფტორიდი და არა ფტორის ოქსიდი?

გმადლობთ ყურადღებისათვის.
სახელი: ლაშა ბერიდზე

კითხვა.

გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ასეთ შეკითხვაზე. როგორ განვსაზღვროთ მარტივად რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს ელემენტის ატომს გარე შრეზე? აუცილებელია თუ არა ამისთვის ელექტრონულ-გრაფიკული ფორმულის აგება? გმადლობთ ყურადღებისათვის.
მერაბ გზირიშვილი