შეეკითხე მეცნიერს
კითხვა.
დამიწერეთ ბუტენ-1-ის ურთიერთქმედების რეაქციები წყალბადთან და ჰალოგენწყალბადთან.ძალიან გთხოვთნათია ნამგლაძე
კითხვა.
როგორია ალკანის ქიმიური თვისებები: წვა, ჟანგვა, ჰალოგენირება, ნიტრირება, სულფირება, დეჰიდრირება.ნათია ნამგალაძე
კითხვა.
დაწერეთ სტრუქტურული ფორმულები იზომერული არომატული ნახშირწყალბადებისა, რომელთა მოლეკულური ფორმულაა C9H12.ა) დაასახელეთ იზომერები საერთაშორისო ნომენკლატურით
ბ) მიუთითეთ, რით განსხვავდებიან იზომერები ერთმანეთისაგან
გ) იზომერებს შორის რომელს აქვს სიმეტრიული აღნაგობა
მერაბ გზირიშვილი
კითხვა.
C3H5- შედგენილობის რამდენი იზომერული რადიკალი შეიძლება არსებობდეს?ნინო არაბული, მერაბ გზირიშვილი
კითხვა.
გამარჯობათ, აზოტის მოლეკულის აღნაგობა სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირადაა მოცემული: ერთგან აღნიშნულია, რომ "ქიმიური ბმები აზოტის ატომებს შორის sp ჰიბრიდული ორბიტალების და pp ორბიტალების გადაფარვით მყარდება."- გაუგებარია, რადგან გარე შრეზე აზოტის ატომს თავისუფალი ორბიტალი არ აქვს, გათიშვა რომ მოხდეს და გაუწყვილებელი s ელექტრონი წარმოიქმნას, რომელმაც ჰიბრიდიზაცია უნდა განიცადოს. მეორე ლიტერატურაში წერია,რომ "აზოტის p ელექტრონების გადაფარვა ხდება" და ჰიბრიდულობა არ არის აღნიშნული. საინტერესოა აზოტის მოლეკულის აღნაგობა, პასუხისათვის წინასწარ გმადლობთ.დონარა ბაზალელი
კითხვა.
გამარჯობათ, გთხოვთ გამცეთ პასუხი შემდეგ ორ შეკითხვაზე. მოცემულია ნაერთები H2, CH4, CH3OH, CH3Cl.ა) რომელ ნაერთშია ბმის პოლარობა ყველაზე დიდი? ყველაზე მცირე?
ბ) ელექტრონდონორულ თუ ელექტრონაქცეპტორულ ბუნებას ავლენს OH ჯგუფი? წინასწარ გიხდით მადლობას.
მერი
კითხვა.
C4H9 - შედგენილობის რამდენი იზომერული რადიკალი შეიძლება არსებობდეს? დაასახელეთ ყველა მათგანი.მერაბ გზირიშვილი