შეეკითხე მეცნიერს
კითხვა.
გოგირდის დაწვის შედეგად მიიღება SO2. შეიძლება თუ არა SO2-ზე პირდაპირ წყლის დამატებისას მივიღო H2SO3?
მერაბ გზირიშვილი
კითხვა.
გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ შემდეგ შეკითხვაზე:როგორ გავიგოთ შეიცავს თუ არა ამონიუმის ქლორიდი სუფრის მარილის მინარევს? წინასწარ გიხდით მადლობას.მერი გველესიანი
კითხვა.
ნატრიუმის ჰიდროქსიდის მიღების მიზნით ჩავატარე ნატრიუმის კარბონატის ელექტროლიზი. ანოდად და კათოდად გამოვიყენე სპილინძი რადგან: სპილენძი კარგი გამტარია, კათოდზე აღდგენილი ნახშირორჟანგი რეაქციაში შევა სპილენძთან და წარმოიქმნება სპილენძის კარბონატი რომელიც წყალში არ იხსნება და არც ნატრიუმის ჰიდროქსიდთან შედის რეაქციაში და ნატრიუმის ჰიდროქსიდის შეგროვება ადვილია. როგორც დავგეგმე ისე ჩავატარე ცდა, მაგრამ ბოლომდე არ დავაცადე ნატრიუმის კარბონატის ელექტრულად დაშლას და ხსნარი გავფილტრე. ნატრიუმის ჰიდროქსიდის შესამოწმებლად ხსნარში მოვათავსე ალუმინის, მაგნიუმისა და თუთიის მეტალები. რამდენიმე წამის შემდეგ მაგნიუმიდან დაიწყო წყალბადის გამოშვება ხოლო შემდეგ ალუმინიდან. რაც შეეხება თუთიიდან არ ამოსულა რაც გასაკვირი არ არის. მაინტერესებს მართლა მივიღე თუ არა ნატრიუმის ჰიდროქსიდი. მე ეჭვი მეპარება რადგან ინტერნეტში ასეთი გზით მიღება არსად არის ნაჩვენები.სანდრო მესტვირიშვილი
კითხვა.
მაინტერესებს K2SO3-სა და კონცენტრირებულ H2SO4-ს შორის რეაქცია (რეაქციის ტოლობა), როცა მიიღება KHSO4.მერაბ გზირიშვილი
კითხვა.
მაინტერესებს როგორ შეიძლება მივიღო ძმარმჟავა ან ჩვეულებრივი(გამოხდილი) ძმარი ადვილი გზებით?სანდრო მესტვირიშვილი
კითხვა.
გამარჯობა. მაინტერესებს ყველაფერი ატომის და მის შედგენილობის შესახებ. რისგან შედგება ატომი, ბირთვი. რას წარმოადგენენ ელექტრონი, პროტონი და ნეიტრონი?სანდრო მესტვირიშვილი
კითხვა.
ნახშირბადის დიოქსიდი მიიღება გოგირდმჟავის დამატებით კარბონატებზე. მარილებიდან BaCO3, ZnCO3, K2CO3, CaCO3 რომლის გამოყენება იქნება უმჯობესი? რატომ?მერაბ გზირიშვილი
კითხვა.
ქვემოთ ჩამოთვლილი აირებიდან რომლის გაშრობა შეიძლება კონცენტრირებული გოგირდმჟავით? CO2, NH3, HClმერაბ გზირიშვილი
კითხვა.
ნატრიუმის ოქსიდის მისაღებად ჩავატარე შემდეგი ექსპერიმენტი: მეტალის კოვზზე დავდე ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და გაზზე დავდე. წარიმართა შემდეგი რეაქცია: 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2 (ლაკმუსის შეცვლა მწვანედან-ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ლურჯზე-კარბონატი). ამის შემდეგ განვაგრძე გაცხელება. მეტალის კოვზი ავარვარდა ხოლო ეს რეაქცია არ შედგა:Na2CO3 → Na2O + CO2(ფხნილი გავხსენი წყალში და ჩავაგდე ალუმინის ფირფიტა, რეაქცია არ წარიმართა), რომელიც მიმდინარეობს 1000 გრადუსზე და ბუნებრივი გაზიშ წვის ტემპერატურა კი 1950 გრადუსია. რატომ არ გამომივიდა? ან როგორ შემიძია მივიღო ნატრიუმის ოქსიდი ადვილი გზით?სანდრო მესტვირიშვილი
კითხვა.
გთხოვთ რაიმე სახის ინფორმაცია მომაწოდოთ ჰელიუმის შესახებ. მისი მიღება შენახვა როგორ შეიძლება? რა ზიანი შეიძლება მივიღო არასწორად შენახვით, და საერთოდ ყველა სახის ინფორმაცია არ მაწყენდა. (გამიგია რომ ბუშტებს ბერავენ და ეს ბავშვებს ახარებთ და მშობლებიც არ იშურებენ თანხებს და მეც მინდა ვცადო თუ რათქმა უნდა საშიში არ არის)გიორგი ებრალიძე