შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

გამარჯობა. თუ შეიძლება, რომ ტალმჟავას პოლიეთილირებულ ნაწარმს იყენებდნენ ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში ადგილობრივ ქარხნებში?
ჯაბა დავითაძე

კითხვა.

რომელ ელემენტს აქვს ყველაზე მეტი იზოტოპი?(ლანთანოიდებს და აქტინოიდებს არ ვგულისხმობ)
კახა ბრეგვაძე

კითხვა.

მე მინდოდა მიმეღო ქრომის (III)ოქსიდი - Cr2O3: შევურიე ერთმანეთს გააქტიურებული ნახშირის ფხვნილი კალიუმის ბიქრომატს - K2Cr2O7 და გავაცხელე მაღალ ტემპერატურაზე ნახშირმა დაიწყო წვა ხოლო კალიუმის ბიქრომატი გაწითლდა. სადაც ეს ცდა წავიკითხე, იქ ეწერა რომ შემდეგ ეს ნარევი გამწვანდებოდა და ეს იყო Cr2O3, მაგრამ ესე არ მოხდა, უბრალოდ ნახშრი დაიწვა და არაფერი არ შეიცვალა. მაინტერებს რა შეცდომა დავუშვი ან სხვა რა ხერხით შეიძლება მივიღო Cr2O3.

სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

გამარჯობათ, მე გახლავართ ჯაბა დავითაძე ბათუმიდან. თუ დამითმობთ დროს, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. Mმაქვს ნივთიერებების დასახელებები და ვერაფრით ვერ დავადგინე მათი ქართული თარგმანი, ან იქნებ ვიყენებთ კიდეც ყოფაცხოვრებაში. ესენია: 1. тридециловый спирт(85%)) 2. Лаурилсаркозинат натрия(30%)) 3. Гептонат натрия) 4. ПОЭ(16) этилмониумэтосульфат талловой кислоты) 5. Ингибитор коррозии (водорастворимый) 6. Метасиликатпентагидрат натрия 7. Деионизированная вода იქნებ მომწეროთ, როგორ შეიძლება ამ ნივთიერებების დამზადება ან შეძენა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
პატივისცემით ჯ. დავითაძე

კითხვა.

1)როგორ შეიძლება წყლის დარბილება ისეთ პირობებში,თუ ხელთ რავითარი რეაქტივი არ გვაქვს?
2)შეიძლება თუ არა CaCl2-ის ხსნარის მიღება შინაგანად?
3)როგორია ცეზიუმის ნიტრატის მდგრადობა გახურებისადმი?

დიდი მადლობა სწრაფი პასუხებისათვის,თქვენს საიტზე მოპოვებული ინფორმაცია,უკვე ბევრ რამეში დამეხმარა.
კახა ბრეგვაძე

კითხვა.

მაგნიუმის სულფატში მინარევის სახით 1% ბარიუმის სულფატია. იქნებ მითხრათ რაიმე ხერხი,რომლითაც შევძლებთ ამ მინარევიდან სუფთა,ჰიდრატირებული,ანუ წყლის მოლეკულებთან შეერთებული მაგნიუმის სულფატის მშრალი კრისტალების მიღებას.
კახა ბრეგვაძე

კითხვა.

მადლობთ პასუხისათვის. ისევ საპონთან მექნება შეკითხვა. რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს სუფრის მარილის შემადგენლობა როგორც სარეცხ, ასევე ხელის საპონში და თუ მარილი იქნება ჭარბი რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მადლობთ წინასწარ. რამდენადაც ვიცი ნორმა არის 0.7%.

კითხვა.

თუ შეიძლება მითხარით როგორ მივიღო კალციუმის ჰიდროკარბონატი - Ca(HCO3)2
სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

მაინტერესებს როგორია გოგირდის ეთერის და ქლოროფორმის ქიმიური ფორმულები და თვისებები?
კახა ბრეგვაძე.

კითხვა.

არსებობს დაახლოებით 3000-მდე მინერალი. როგორ კლასიფიცირდება ისინი?
კახა ბრეგვაძე