გახდი წევრი
წევრი:
ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ქიმიკოსის ან ქიმიკოს–ინჟინერის კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც იხდის წლიურ საწევროს.
ასოცირებული წევრი:
ასოციაციის ასოცირეული წევრი შეიძლება იყოს რომელიმე მონათესავე დარგის სპეციალისტი.
კორპორატიული წევრი:
ასოციაციის კორპორატიული წევრია პირი, რომელიც გაწევრიანებულია ასოციაციაში შემავალ ორგანიზაციაში ან საზოგადოებაში.
სტუდენტური წევრობა:
ასოციაციის სტუდენტური წევრი შეიძლება იყოს ყველა ის სტუდენტი, რომელიც სწავლობს ქიმიური ან ქიმიურ–საინჟინრო სპეციალობაზე სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. სტუდნტური წევრობა უქმდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისთანავე.
როგორ შეიძლება გავეცნო ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს დეტალურად?
ასოციაციის მიზნები და ამოცანები, ასევე წევრთა უფლებები და მოვალოებები დაწვრილებით არის გაწერილი ასოციაციის წესდებაში.
როგორ გავწევრიანდეთ?
პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანდნენ ასოციაციაში ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სტატუსით, უნდა მიმართონ შესაბამისი განცხადებით ასოციაციის კომიტეტს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება ასოციაციის ორი წევრის ხელმოწერით დამოწმებული (იხ. ფორმა)
- CV - ასოციაციის მიერ მომზადებული ფორმის მიხედვით (იხ. ფორმა - სტუდენტებისათვის იხ. ფორმა).
- წლიური საწევრო გადასახადის ქვითარი
- პირადობის მოწმობის ასლი
- განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
როგორ გადავიხადო საწევრო გადასახადი?
საწევროს გადახდა წარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით - გადარიცხვით.
ჩვენი ანგარიში იხილეთ ამ ბმულის საშუალებით: "<<< ანგარიშის ჩამოწერა >>>"
როგორ მოვიპოვო რეკომენდაცია?
რეკომენდატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ასოციაციის წევრი ან კორპორატიული წევრი. წევრების სია შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის გვერზე.
რა ფორმით გასცემს რეკომენდატორი რეკომენდაციას?
რეკომენდატორი კანდიდატის განაცხადის ფორმაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. შეაქვს თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და აწერს ხელს. მისი სურვილის შემთხვევაში შეუძლია მცირე კომენტარის გაკეთებაც.
შეუძლია თუ არა სტუდენტს იყოს რეკომენდატორი?
სტუდენტს შეუძლია იყოს მხოლოდ სტუდენტური სტატუსის მაძიებელი პირის რეკომენდატორი.
საჭიროა თუ არა თანდართული დოკუმენტაციის ნოტარიული დამოწმება?
განცხადების ასლს უნდა დაერთოს პირადობის მოწმობისა და განათლების დიპლომის ასლი. მათი ნოტარიულად დამოწმება არ არის საჭირო.
რა ფორმით უნდა უნდა წარმოდგინდეს ასოციაციაში განცხადება?
განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები ასოციაციაში შეიძლება წარმოდგინდეს უშუალოდ, ფოსტით ან ელ-ფოსტით. შესაბამისი მისამართები მოცემულია განცხადების ბლანკზე.
როდის უქმდება წევრობა?
ასოციაციის წევრობა შეიძლება გაუქმდეს რეგისტრაციის ვადის გასვლის, გარდაცვალების, სტუდენტის სტატუსის გაუქმების (სტუდენტური რეგისტრაციის დროს) ან ასოციაციის კომიტეტის მიერ გარკვეული მოსაზრებებით წევრის გარიცხვით. უკანასკნელ შემთხვევაში წევრს აქვს უფლება გამგეობის სხდომაზე დაიცვას საკუთარი წევრობის სტატუსი.