შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მე მინდოდა მიმეღო ქრომის (III)ოქსიდი - Cr2O3: შევურიე ერთმანეთს გააქტიურებული ნახშირის ფხვნილი კალიუმის ბიქრომატს - K2Cr2O7 და გავაცხელე მაღალ ტემპერატურაზე ნახშირმა დაიწყო წვა ხოლო კალიუმის ბიქრომატი გაწითლდა. სადაც ეს ცდა წავიკითხე, იქ ეწერა რომ შემდეგ ეს ნარევი გამწვანდებოდა და ეს იყო Cr2O3, მაგრამ ესე არ მოხდა, უბრალოდ ნახშრი დაიწვა და არაფერი არ შეიცვალა. მაინტერებს რა შეცდომა დავუშვი ან სხვა რა ხერხით შეიძლება მივიღო Cr2O3.

სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

ქრომის (III)ოქსიდის მისაღებად საუკეთესო საშალებაა ამონიუმის ბიქრომატის დაშლა (ე.წ. "ქიმიური ვულკანი"). თქვენი ექსპერიმენტის წარუმატებლობის მიზეზი კი შეიძლება მრავალი რამ ყოფილიყო (არა საკმარისი ტემპერატურა, პროპორცია, ტენი და ა.შ.)

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი