შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ, მე გახლავართ ჯაბა დავითაძე ბათუმიდან. თუ დამითმობთ დროს, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. Mმაქვს ნივთიერებების დასახელებები და ვერაფრით ვერ დავადგინე მათი ქართული თარგმანი, ან იქნებ ვიყენებთ კიდეც ყოფაცხოვრებაში. ესენია: 1. тридециловый спирт(85%)) 2. Лаурилсаркозинат натрия(30%)) 3. Гептонат натрия) 4. ПОЭ(16) этилмониумэтосульфат талловой кислоты) 5. Ингибитор коррозии (водорастворимый) 6. Метасиликатпентагидрат натрия 7. Деионизированная вода იქნებ მომწეროთ, როგორ შეიძლება ამ ნივთიერებების დამზადება ან შეძენა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
პატივისცემით ჯ. დავითაძე

პასუხი:.

გთავაზობთ თქვენს მიერ დასახელებული ნივთიერებების თარგმანს:

тридециловый спирт - ტრიდეცილის სპირტი (წარმოადგენს მაღალმოლეკულურ სპირტს)

Лаурилсаркозинат натрия - ნატრიუმის ლაურილსარკოზინატი (ცხიმოვანი მავის მარილი)

Гептонат натрия - ნატრუმის ჰეპტონატი

ПОЭ(16) этилмониумэтосульфат талловой кислоты - თალმჟავას პოლიეთილირებული ნაწარმის კომერციული დასახელებაა, რომელიც ავტოშამპუნებისა და ავტოკოსმეტიკის საშუალებებში გამოიყენება

Ингибитор коррозии (водорастворимый) - წყალში ხსნადი კოროზიის ინჰიბიტორი (ნაერთი რომელიც აფერხებს კოროზიას, ასეთი თვისების ნაერთები მრავალია, აქ კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელ ნაერთზეა საუბარი)

Метасиликатпентагидрат натрия - ნატრიუმის მეტასილიკატ პენტაჰიდრატი

Деионизированная вода - დეიონიზირებული წყალი (წყალი, რომელიც არ შეიცავს იონებს)

მოცემული ნაერთების მიღება არის მარტივი ადგილობრივი მწირი ნედლეულის გამო. რაც შეეხება მათ შეძენას, ისინი აქტიურად გამოიყენებიან ავტოკოსმეტიკის საშუალებებში და შესაძლებელია შესაბამის დილერებთან.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი