შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაგნიუმის სულფატში მინარევის სახით 1% ბარიუმის სულფატია. იქნებ მითხრათ რაიმე ხერხი,რომლითაც შევძლებთ ამ მინარევიდან სუფთა,ჰიდრატირებული,ანუ წყლის მოლეკულებთან შეერთებული მაგნიუმის სულფატის მშრალი კრისტალების მიღებას.
კახა ბრეგვაძე

პასუხი:.

მაგნიუმის სულფატი წყალში კარგად ხსნადი ნივთიერებაა, ხოლო ბარიუმის სულფატი - წყალში პრაქტიკულად უხსნადი. მათი ურთიერთდაცილების მიზნით მაგნიუმის სულფატი უნდა გავხსნათ წყალში. ხსნარი გავფილტროთ და მიღებული ფილტრატი ავაორთქლოთ. აორთქლებისას გამოიყოფა კრისტალიზაციური წყლის შემცველი მაგნიუმის სულფატი. მიღებული კრისტალები გამოვაშროთ.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი