შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მაინტერესებს როგორია გოგირდის ეთერის და ქლოროფორმის ქიმიური ფორმულები და თვისებები?კახა ბრეგვაძე.
პასუხი:.
• გოგირდის ეთერი იგივე დიეთილის ეთერია. მისი ქიმიური ფორმულაა (C2H5)2O. იგი ძალზე აქროლადი, ადვილად აალებადი, თხევადი ნივთიერებაა სპეციფიკური სუნით. დიეთილის ეთერი წყალში ცუდად ხსნადია (იხსნება დაახლოებით 6% 20 °C-ზე).• ქლოროფორმი იგივე ტრიქლორმეთანია. მისი მოლეკულური ფორმულაა CHCl3. ქლოროფორმი მოტკბო სუნის, წყალში ცუდად ხსნადი (იხსნება 1გ 100გ წყალში 15 °C-ზე) უფერო თხევადი ნივთიერებაა.
•• დიეთილის ეთერის (გოგირდის ეთერი) და ქლოროფორმის ქიმიური თვისებების და გამოყენების გაცნობა შესაძლებელია სტუ-ს ბიბლიოთეკასა და ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის მიმართულებაზე არსებული ორგანული ქიმიის სრული კურსის ნებისმიერი სახელძღვანელოდან.