სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინსკოლა “ზურგჩანთას“ წარჩინებული კურსდამთავრებული, თიკო ონიანი რომელიც 100%-იანი სასწავლო გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობაზე.



 

 

მინიმალურის გაგებამ მომცა სურვილი უფრო მეტი და მეტი მესწავლა

-თიკო,  პირველ რიგში გილოცავთ სტუდენტობას. საინტერესოა, როდის დაინტერესდით ქიმიით და რამ გამოიწვია თქვენიქიმიისადმი ინტერესი?

ქიმიით მანამდე დავინტერესდი, სანამ სკოლაში ამ საგნის შესწავლას დავიწყებდით. თავიდან მინიმალურის გაგებამ მომცა სურვილი, უფრო მეტი და მეტი მესწავლა და ღრმად დავუფლებოდი საგანს.

 

-სად სწავლობდით ქიმიას?

ქიმიას ონლაინ სკოლა "ზურგჩანთაში" ვსწავლობდი.

 

-რატომ შეარჩიეთ თქვენი  არჩევანი სამედიცინო უნივერსიტეტზე  და როგორია თქვენი მოლოდინი?

სასურველი პროფესია ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიე, ხოლო უნივერსიტეტი - სხვების გამოცდილებითა და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით. დიდი როლი ითამაშა პროფესიის არჩევაში ქიმიისადმი სიყვარულმა, რადგან ქიმია   სამედიცინო სფეროსთან ძალიან ახლოსაა და ჩემი დიდი სურვილი იყო ჩემს პროფესიაში გამომეყენებინა ეს საგანი.

 

- თქვენ ზურგჩანთის ერთგული მოსწავლე იყავით, რა მოგცათ ამ ონლაინსკოლამ?

სკოლა "ზურგჩანთამ" გარკვეულწილად გავლენა იქონია ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაზე. ამ სკოლაში ჩართვამ და ქიმიის გაკვეთილებზე დასწრებამ საშუალება მომცა უფრო ღრმად შემესწავლა ცემი საყვარელი საგანი, მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.

 

-რას ურჩევდით მოსწავლეებს, რომლებიც ახლა აკეთებენ არჩევანს?

ყველა მოსწავლეს ვურჩევდი ონლაინსკოლა “ზურგჩანთაში” სწავლას, იქნებ მათ სხვა კუთხით დაინახონ ეს საგანი და შესაძლოა მათი ინტერესის სფეროც კი აღმოჩნდეს.

ესაუბრა სოფიკო ფაცაცია

გამოქვეყნებულია 04-09-2024