შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ შემდეგ შეკითხვაზე:როგორ გავიგოთ შეიცავს თუ არა ამონიუმის ქლორიდი სუფრის მარილის მინარევს? წინასწარ გიხდით მადლობას.
მერი გველესიანი

პასუხი:.

ამინიუმის ქლორიდს ნატრიუმის ქლორიდისაგან განსხვავებით ახასიათებს სუბლიმაცია. სუბლიმაციის დროს იგი იშლება აირად პროდუქტებად - ამიაკად და ქლორწყალბადმჟავად.
ამდენად ნატრიუმის ქლორიდის მინარევის აღმოსაჩენად, გააცხელეთ თქვენი ნარევი. მყარი ნაშთის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ იგი მოიცავს ნატრიუმის ქლორიდსაც.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი