შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა სახის ბმას შეიცავს CO2? როგორც ვიცი,თვითონ მოლეკულა არაპოლარული სიმეტრიული აღნაგობის გამო. თუმცა თავად ბმა ხომ პოლარულ-კოვალენტურია?
მერაბ გზირიშვილი

პასუხი:.

CO2-ის მოლეკულაში ნახშირბადის და ჟანგბადის ატომებს შორის მყარდება პოლარულ-კოვალენტური ბმა, რადგან ნახშირბადის და ჟანგბადის ატომების ელექტროუარყოფითობა ერთმანეთისგან განსხვავდება (პოლინგის სკალის მიხედვით ჟანგბადის ელექტროუარყოფითობა არის 3.44, ხოლო ნახშირბადისა-2.55, ე.ი. ჟანგბადის ატომის ელექტროუარყოფითობა მეტია ნახშირბადის ატომისაზე), ამიტომ საზიარო ელექტრონული წყვილი, რომლის მეშვეობითაც მათ შორის წარმოიქმნება ქიმიური ბმა, გადახრილია ჟანგბადის ატომისკენ, როგორც უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტისკენ.

CO2-ის მოლეკულა სიმეტრიული არაპოლარული მოლეკულაა. საზიარო ელექტრონული წყვილი თანაბარი მანძილით არის დაშორებული ატომბირთვებიდან და ამის გამო ბმის პოლარიაცია არ ხდება. არაპოლარულ მოლეკულის დადებითი და უარყოფითი მუხტების ცენტრები ერთმანეთს ემთხვევა და სქემატურად ასე გამოისახება:

აქედან გამომდინარე, CO2-ის მოლეკულაში ორი პოლარული C=O ბმაა, მაგრამ მოლეკულა სწორხაზოვანია, რის გამოც C=O დიპოლები ერთმანეთს აკომპენსირებენ და მოლეკულა არაპოლარულია.

შეკითხვას პასუხობს: თეა მათითაიშვილი