შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რატომ ჰქვია OF2-ს ჟანგბადის ფტორიდი და არა ფტორის ოქსიდი?

გმადლობთ ყურადღებისათვის.
სახელი: ლაშა ბერიდზე

პასუხი:.

ოქსიდი არის ქიმიური ელემენტის ბინალური ნაერთი ჟანგბადთან, სადაც ჟანგბადის ჟანგვის ხარისხი -2-ის ტოლია. ოქსიდებში ჟანგბადის ატომი დაკავშირებულია მასზე ნაკლები ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტთან. ქიმიური ელემენტი ჟანგბადი ელექტროუარყოფითობით მეორეა ფტორის ატომის შემდეგ, ამიტომ ოქსიდებს წარმოადგენენ ყველა ელემენტის ქიმიური ნაერთი ჟანგბადთან, ფტორის გარდა.

სწორედ ამიტომ OF2- ეწოდება ფტორის ოქსიდი და არა ჟანგბადის ფტორიდი, ამ ნაერთში დამჟანგველი არის ფტორის ატომი ( მისი ჟანგვის ხარისხი -1-ის ტოლია, ხოლო ჟანგბადისა- +2 ).