შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

0.1N და 0.1M ხნარის მომზადება როგორ შეილება? როგორ ანგარიშობენ ორივე მათგანს და რა განსხვავებაა ნორმალობასა და მოლურობას შორის.
გიორგი

პასუხი:.

ნორმალური ეწოდება ისეთ კონცენტრაციას, რომელიც გვიჩვენებს 1 ლიტრ ხსნარში გახსნილი ნივთიერების გრამ-ექვივალენტის რაოდენობას.

0.1N ხსნარის დასამზადებლად საჭიროა ავიღოთ ნივთიერების 0.1 გრამ ექვივალენტი და შევავსოთ 1000 მლ-მდე გამხსნელით.

მოლური ეწოდება ისეთ კონცენტრაციას, რომელიც გვიჩვენებს 1 ლიტრ ხსნარში გახსნილი ნოვთიერების მოლების რაოდენობას.

0.1M ხსნარის დასამზადებლად საჭიროა ავიღოთ ნივთიერების (რომლის ხსნარსაც ვამზადებთ ) 0.1 მოლი და შევავსოთ 1000 მლ-მდე გამხსნელით.

შეკითხვას პასუხობს: ასისტ. პროფ. თეა მათითაიშვილი