შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ,მაინტერესებს ასეთ კითხვაზე პასუხი. რომელი ელემენტი ამჟღავნებს უფრო ძლიერ არამეტალურ თვისებებს,თუ პირველის ელექტრონისადმი სწრაფვაა -100ევ და მეორის 250ევ. პასუხში წერია,რომ პირველი უფრო ძლიერი არამეტალია. როგორც მე ვიცი, ელექტრონისადმი სწრაფვა რაც უფრო მაღალია,მით უფრო ძლიერია ელემენტის არამეტალური თვისებები. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ მეორე ელემენტი უფრო ძლიერი არამეტალი უნდა იყოს. რა არის სწორი პასუხი?დიდი პატივისცემით, მერაბ გზირიშვილი
პასუხი:.
მეტალები ელექტრონებს თავისთავად არ იერთებენ, ენერგია უნდა მივანიჭოთ იმისთვის რომ მეტალმა ელექტრონი მიიერთოს, ამიტომ ენერგიის სხვაობა დადებითი ნიშნით იწერება. არამეტალები გამოათავისუფლებენ ენერგიას ელექტრონის მიერთებისას, ამიტომ ენერგიათა სხვაობა უარყოფითია. http://chemwiki.ucdavis.edu/Physical_Chemistry/Physical_Properties_of_Matter/Atomic_and_Molecular_Properties/Electron_Affinityშეკითხვას პასუხობს: ასოცირებული პროფესორი რევაზ კორაშვილი