შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ასეთ შეკითხვაზე. როგორ განვსაზღვროთ მარტივად რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს ელემენტის ატომს გარე შრეზე? აუცილებელია თუ არა ამისთვის ელექტრონულ-გრაფიკული ფორმულის აგება? გმადლობთ ყურადღებისათვის.მერაბ გზირიშვილი
პასუხი:.
მარტივად, ელექტრონული კონფუგურაციის წერის გარეშე შემდეგნაირად შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რამდენი გაუწყვილებელი ელექტრონია განთავსებული.
განვიხილოთ პერიოდული სისტემის გრძელპერიოდიანი ვარიანტი.
დავიწყოთ მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებით. IA ჯგუფის და IIA ჯგუფის ელემენტები წარმოადგენენ S ელემენტებს, ანუ ისინი ავსებენ S ენერგეტიკულ ქვედონეს ე.ი. ns 1 და ns2 .
IIIA, IVA, VA, VIA, VIIA და VIIA ელემენტები წარმოდგენენ P ელემენტებს, ანუ ისინი ავსებენ P ენერგეტიკულ ქვედონს. ე.ი. ns2np1, ns 2np2, ns2np3, ns2np4, ns2np5, ns2np6 (აქ მხოლოდ იმის ცოდნაა საჭირო, თუ რამდენი ელექტრონი ეტევა S და P ენერგეტიკულ ორბიტალებზე და ჰუნდის შევსების წესი).
რაც შეეხება თანაური ქვეჯგუფის ანუ B ელემენტებს, აქაც შეიძლება მარტივი კანონზომიერების მოძებნა, ისე, რომ არ დავწეროთ ელემენტის ელექტრონული კონფიგურაცია. IIIB, IVB, VB, VIB, VIIB, VIIIB ( Fe ), VIIIB (Co ), VIIIB (Ni ), IB და IIB ჯგუფები. ეს ელემენტები ავსებენ მხოლოდ d ენერგეტიკულ ქვედონს. ე.ი. nd1ns2, nd2ns2, nd3ns2, nd4ns2, nd5ns2, nd 6ns2, nd7ns2, nd8ns2, nd9ns2, nd10ns2. აქ ვხვდებით მხოლოდ ორ გამონაკლისს-სპილენძი და ქრომი. მათი ბოლო შრის ელექტრონული კონფიგურაციია: 3d104s1 და 3d54s1 (აქ მხოლოდ იმის ცოდნაა საჭირო, თუ რამდენი ელექტრონი თავსდება S და d ენერგეტიკულ ორბიტალებზე და ჰუნდის შევსების წესი).
A ჯგუფი |
გარე ენერგეტიკული შრე |
გაუწყვილებელი ელექტრონების რაოდენობა |
I |
ns1 |
1 |
II |
ns2 |
0 |
III |
ns2np1 |
1 |
IV |
ns2np2 |
2 |
V |
ns2np3 |
3 |
VI |
ns2np4 |
2 |
VII |
ns2np5 |
1 |
VIII |
ns2np6 |
0 |
B ჯგუფი |
გარე ენერგეტიკული შრე |
გაუწყვილებელი ელექტრონების რაოდენობა |
III |
nd1ns2 |
1 |
IV |
nd2ns2 |
2 |
V |
nd3ns2 |
3 |
VI |
nd4ns2 |
4 |
VII |
nd5ns2 |
5 |
VIII ( Fe ) |
nd6ns2 |
4 |
VIII (Co ) |
nd7ns2 |
3 |
VIII (Ni ) |
nd8ns2 |
2 |
I |
nd9ns2 |
1 |
II |
nd10ns2 |
0 |
Cu |
3d104s1 |
1 |
Cr |
3d54s1 |
6 |
შეკითხვას პასუხობს: ასისტენტ პროფესორი თეა მათითაიშვილი