შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა არის მჟავა წვიმები?
ილია გელიაშვილი

პასუხი:.

მჟავა წვიმები არის წვიმის ან სხვა ფორმით მოსული ნალექი, რომელშიც წყალბადის იონების კონცენტრაცია არის გაზრდილი. მჟავა წვიმების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ატმოსფეროში გოგირდის ან აზოტის მჟავა ოქსიდების გამოტყორცნა, რომლების შედიან რეაქციაში ატმოსფეროში არსებულ ტენთან და წარმოქმნიან მჟავებს. ოქსიდები ატმოსფეროში ხვდება როგორც ქარხნების გამონაბოლქვიდან, ისე ბუნებრივი პროცესების დროს. ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება აზოტის ოქსიდები, ხოლო ვულკანური ამოფრქვევების დროს კი - გოგირდის ოქსიდები.

შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge