შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მოგესალმებით. მაინტერესებს რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს უძველესი საპნის დამზადების პროცესში.ნაწარწმინდილს,იგივე თუთქის დუღილის შედეგად,მასა შესქელდება და ემატება ცხოველური ცხიმები და სწორედ ამ მასით ამზადებდნენ უძველს საპონს.გთხოვთ მიპასუხოტ ამ პროცესის ქიმური ახსნაზე.მადლობა

ეკა წულუკიძე

პასუხი:.

საპნის მომზადების დროს მიმდინარეობს ე.წ. ცხიმის შესაპნების რეაქცია. ცხიმი წარმოადგენს მაღალმოლეკულური ორგანული მჟავასა და გლიცერინის ესტერს, რომელიც ტუტეების თანაობისას განიცდის ჰიდროლიზის რეაქციას. ჰიდროლიზის შედეგად მიიღება გლიცერინი და კარბონმჟავას ნატრიუმის ან კალიუმის მარილი, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტუტე იყო გამოყენებული. მოცემული ქიმიური რეაქციები შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოში.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ “უძველეს“ მეთოდს. ნაცარი წარმოადგენს კალიუმის კარბონატს, რომელიც სუსტი ტუტეა. სოფლად კალიუმის ან ნატრიუმის ტუტე ხელმისაწვდომი არ იყო და ამიტომ ნაცარს იყენებდნენ შესაპნებისათვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხარისხიანი საპნის მიღება დიდად არის დამოკიდებული ტუტის გვარობაზე და კონცენტრაციაზე. სამწუხაროდ, ნაცრის გამოყენების შემთხვევაში ამ პარამეტრების სწორად შერჩევა ვერ ხერხდება, რაც აისახება კიდეც საპნის ხარისხზე.

შეკითხვას პასუხობს:www.chemistry.ge