შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მეათე კლასის სახელმძრვანელოში გვაქვს ასეთი კითხვა- ამოცანა ფარადეის და ავოგადროს რიცხვების გამოყენებით გმოიანგარიშეთ:
ა) ელექტრონის მუხტი;
ბ)1 კულონ ელექტრობაში ელექტრონების რიცხვი, გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა
დ. ბაზალელი

პასუხი:.

ფარადეის პირველი კანონის მიხედვით, ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების მასა პროპორციულია ხსნარში გატარებული ელექტროობის რაოდენობისა.

ელექტროობის რაოდენობის საზომ ერთეულად აღებულია ე.წ. ფარედაი. 1 ფარადეი არის 1 მოლი ანუ ელექტონის მუხტი და უდრის 96 500 კულონი/მოლი.

ფარადეის და ავოგადროს რიცხვების გამოყენებით 1 ელექტრონის მუხტის გამოსათვლელად შევადგინოთ პროპორცია.

თუ ელექტონის მუხტი უდრის 96 500 კულონი

მაშინ 1 ელექტრონის მუხტი იქნება - X

X= 96500 / 6.02´1023= 1.603×10-19 კულონი

1 კულონ ელეექტროობაში ელექტრონების რიცხვის გამოთვლის მიზნით შევადგინოთ მეორე პროპორცია:

96 500 კულონ ელეექტროობაში არის ელექტონის მუხტი

მაშინ 1 კულონ ელეექტროობაში იქნება - Y

Y=6.02´1023/96500 = 6.24´1018 ელექტრონი

შეკითხვას პასუხობს: დოქტ. თინათინ ბუთხუზი