თაკოს ფონდი

 

სტუდენტების შერჩევისა და დაფინანსების წესი

ზოგადი დებულებები

  • „თაკოს ფონდის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მიეცეს როგორც მოქმედ სტუდენტ(ებ)ს, ისე შესაბამისი წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ პირველკურსელებს.
  • დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად ან განსაზღვრული ვადით, სპქა-ს მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით.
  • პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ ვრცელდება სასწავლო პროცესთან უშუალოდ დაუკავშირებელ ხარჯებზე და სხვა მიზნებზე, რომლებიც არ შეესაბამება პროგრამის ამოცანებს.

სტუდენტების შერჩევა

  • დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება ასოციაციის მმართველი ორგანოს მიერ, წინამდებარე წესით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე;
  • სტუდენტთა კანდიდატურების წარდგენა შესაძლებელია პირადი განცხადების, საგანმანათლებლო დაწესებულების რეკომენდაციის ან ასოციაციის მიერ გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში;
  • კანდიდატთა წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილება და შეფასდება ასოციაციის მმართველი ორგანოს მიერ ან მისი გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის მიერ.
  • სტუდენტ(ებ)ის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
    • ა) აკადემიური მოსწრება;
    • ბ) საქართველოს ეროვნული გამოცდების შედეგები (პირველკურსელთა შემთხვევაში);
    • გ) პროფესიული პოტენციალი და მოტივაცია;
    • დ) სხვა გარემოებები, რომლებიც ასოციაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია.
  • მინიმალური აკადემიური მოსწრების ზღვარი (GPA ან შეფასების სხვა სისტემა) განისაზღვრება ფონდის მმართველი ორგანოს მიერ ყოველი სასწავლო წლისთვის.
  • ასოციაციის მმართველი ორგანოს წევრი, რომელსაც კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით აქვს პირდაპირი ან ირიბი ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია თავი შეიკავოს აღნიშნული კანდიდატურის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობიდან.
  • ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა, მათ შორის, ნათესაური, ფინანსური ან სხვა სახის პირადი კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს გადაწყვეტილების ობიექტურობაზე.

დაფინანსების გაგრძელების პირობები

  • დაფინანსება გრძელდება ყოველი მომდევნო სასწავლო წლისათვის ან სემესტრისთვის იმ პირობით, რომ სტუდენტი:
    • ა) ინარჩუნებს ასოციაციის მიერ დადგენილ მინიმალურ აკადემიურ მოსწრებას;
    • ბ) აგრძელებს სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
    • გ) არ დაუდასტურდა აკადემიური ან დისციპლინური დარღვევა.
    • დ) ინარჩუნებს სრულ აკადემიურ დატვირთვას (არ აქვს სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა).
  • აკადემიური მოსწრების შეფასება ხორციელდება ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. (ნიშნების ფურცელი)
  • მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროგრამა უფლებამოსილია შეწყვიტოს დაფინანსება და შესაბამისი გადაწყვეტილებით გამოაცხადოს ახალი შერჩევა.

ფონდის პროგრამის ამსახველი სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  დებულება.