ჩვენი წიგნები

  

ორგანული ქიმია.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-ვერსია

გამოცემის წელი: 2009

ISBN: -

ანოტაცია: ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოში შესულია ნახშირწყალბადები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 
  

კრიმინალისტიკური ქიმია

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-წიგნი

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: ელ-წიგნი მოიცავს ქკიინალისტიკური ქიმიის სამ თავს: მიკრონაწილაკები, ბოჭკოები, საღებრები და საღებავები. ელ-წიგნის კოლექციაში ასევე შესულია სალექციო პრეზენტაციები და და სხვა დამხმარე მასალა.

 
  

ლექციები ორგანულ ქიმიაში

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-წიგნი

გამოცემის წელი: 2009-2010

ISBN: -

ანოტაცია: ლექციები ორგანულ ქიმიაში წარმოადგენს ელ-წიგნს, რომელიც მოიცავს სალექციო პრეზენტაციებს თეორიულ ორგანულ ქიმიაში. ლექციების კრებულში შესულია: აკლაკები, ალკენები, ალკინები, ალკადიენები, ციკლოალკანები, არენები, ალკანოლები, კარბონილური ნაერთები, მჟავები და მათი ფუნქციური ნაწარმები, ამინები, ჰიდროქსი, ოქსო და ამინო მჟავები, ჰეტეროციკლური ნაერთები, ნახშირწყლები - მონო და პოლისაქარიდები, წამალთა დიზაინი

 
  

ქიმია და კრიმინალისტიკა ნაწილი 3. საღებრებისა და საღებავების ქიმია და კრიმინალისტიკა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ-ვერსია

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია საღებრებისა და საღებავების კრიმინალისტიკური ქიმიის საკითხები. შესავალი ნაწილის შემდეგ მოკლედ არის მიმოხილული ფერთა თეორიის ზოგადი საკითხები, კერძოდ ფერის რაოდენობრივი დახასიათება, CIE სისტემის ელემენტებსა და საღებრების მეტამეტრიზმის შესახებ. შემდეგ თავში შეხვდებით საღებრების ქიმიის ზოგად საკითხებს, მათ შორის საღებრების კლასიფიკაციას სხვადასვა მიდგომების საშუალებით. მომდევნო თავები ეთმობა საღებრებისა და საღებავები გამოყენების არეალების (მელნები, მექანიკურ და კომპიუტერულ ბეჭდვა, მექანიკური ბეჭდვა, საღებავები) ასპექტებს და ასევე იმ დამხმარე საშუალებებს (გამხსნელები, ფისები და ა.შ.), რომელიც საღებრებთან და საღებავებთან ერთად გამოიყენება. სახელმძღვანელოში ერთი თავი მთლიანად ეთმობა მელნებისა და საღებავების კრიმინალისტიკური ანალიზს. კერძოდ, განხილულია ისეთი მეთოდები, როგორიცაა ანალიზური მეთოდები, ოპტიკური მიკროსკოპია, ალტერნატიული დანათების მეთოდი, ხსნადობის ტესტი და თხელფენოვანი ქრომატოგრაფია, სპექტროსკოპია და მიკროსპექტროფოტომეტრია, მას სპექტრომეტრია, გაზქრომატოგრაფიული მას სპექტრომეტრია (GCMS) და მაღალი სიზუსტის თხევადი ქრომატოგრაფია (HPLC), ელემენტური ანალიზი, ხანდაზმულობა და დათარიღება.

 
  

ქიმია და კრიმინალისტიკა. ნაწილი2. ბოჭკოები და კრიმინალისტიკური ქიმიური ანალიზი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

გამომცემლობა: ელ–გამოცემა

გამოცემის წელი: 2011

ISBN: -

ანოტაცია: განხილულია ბოჭკოებისა და მათი ანალიზის კრიმინალისტიკური ქიმიის საკითხები. შესავალი ნაწილის შემდეგ მოკლედ არის მიმოხილული ბოჭკოების სახეები და მათი კლასიფიკაცია. შემდეგ თავში განვიხილულია ბოჭოების ანალიზის მეთოდები, როგორიცაა მიკროსკოპით დაკვირვება, ლღობის ტემპერატურისა და ხსნადობის ტესტი, ქრომატოგრაფია და სპექტროსკოპია და მიკროსპექტროსკოპია. სახელმღვანელოში შეხვდებით ამონარიდებს რეალური საგამოძიებო საქმეებიდან, რომელთაც გარდა ინფორმაციული ხასიათისა, მჭიდრო კავშირი აქვს ტექსტში გადმოცემულ თეორიულ მასალასთან.