ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
ამჯერად თვალი შევავლოთ ინფოგრაფიკას სერიიდან: „საკვების ქიმია“.
ნიორი საჭმლის მომზადებისას ხშირად გამოიყენება. როგორც იცით, მას დამახასიათებელი სუნი აქვს. ამასთან, ალბათ, გსმენიათ ნივრის ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ. ვნახოთ, რა ნაერთები დგანან ამ ორი ფენომენის უკან.
ხახვის მსგავსად, ნაერთები, რომლებიც იწვევენ „ნივრის სუნთქვას“, არ არიან წარმოდგენილნი დაუჭრელ ნიორში. ისინი წარმოიქმნებიან, როდესაც ნიორი მექანიკურად ზიანდება. ამ დროს ენზიმების საშუალებით ნაერთი ალინი, რომელიც ნივრის კბილშია, იშლება და გარდაიქმნება ალიცინად. ალიცინი მთავარი ნივთიერებაა, რომელიც დაჭრილი ნივრის არომატს განაპირობებს. ისიც იშლება გოგირდშემცველ ორგანულ ნაერთებად, რომელთაგან რამდენიმე ნიორს დამახასიათებელ სუნს ანიჭებს.
კვლევების ...
საკვები, ნიორი, ორგანული ქიმია
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
ფრჩხილზე ლაქის წასმა, ერთი შეხედვით, დიდად კომპლექსურ ქიმიური პროცესი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... პოლიმერიზაცია, გამყარება, გამხსნელები, თერმოქრომიზმი... ამ სიტყვებს ალბათ ლაბორატორიაში გაიგებთ უფრო მეტად, ვიდრე ფრჩხილების სალონში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ცნებები ფრჩხილის ლაქთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ ინფოგრაფიკისა და სტატიის საშუალებით მოდით ახლოდან გავეცნოთ ფრჩხილის ლაქის ქიმიზმს.
ჩვეული ფრჩხილის ლაქი შეიცავს პოლიმერს, ყველაზე ხშირად ნიტროცელულოზას პოლიმერს, რომელიც გახსნილია ორგანულ გამხსნელში, მაგ., ეთილაცეტატში ან ბუტილაცეტატში. როდესაც საცხი ზედაპირს მოხვდება, გამხსნელი ორთქლდება ხოლო ზედაპირზე პოლიმერული აფსკი რჩება. გარდა ამისა, ნარევში შემავალი ადჰეზიური რეზინები პოლიმერის ფრჩხილზე მიკრობას უწყობს ხელს. ეს ე.წ. მოდიფიკატორები პოლიმერს ...
კოსმეტიკა, მაკიაჟი, ფრჩხილის ლაქი, მეცნიერება
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
წარმოგიდგენთ ნივთიერებას „ყოველდღიური ნაერთების“ სერიიდან: წყალბადის ზეჟანგი (იგივე წყალბადის პეროქსიდი). წყალბადის პეროქსიდი ფართოდ გავრცელებული ნაერთია, რომელიც არაერთი დანიშნულებით გამოიყენება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
შეიძლება იცით, რომ წყალბადის ზეჟანგს თმის შეღებვისთვის იყენებენ. მოდი, ამით დავიწყოთ. საღებავის ნარევში წყალბადის ზეჟანგი მჟანგავის როლშია. იგი ჟანგავს მელანინებს, ორგანულ ნაერთებს, რომლებიც ხილულ სინათლეს შთანთქავს და თმას დამახასიათებელ ფერს აძლევს, რის შედეგადაც ფერის წარმომქმნელი ნაერთები სცილდება თმას და ტოვებს კერატინს, მკრთალი ყვითელი ფერის მქონე ცილას, რომელიც თმის შემადგენლობაში შედის. ტუტე გარემოს წარმომქმნელი ნივთიერება, მაგ., ამიაკი, თმის საღებავის ერთ-ერთი კომპონენტია, იგი არბილებს თმის კუტიკულებს და საშუალებას აძლევს ...
ქიმია, პეროქსიდი, წყალბადის ზეჟანგი, მათეთრებელი