ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
წითელი ღვინის ძირითადი კომპონენტები - ფერი, გემო და ჯანმრთელობის პოტენციური სარგებელი
დღეს გადავხედოთ იმ ძირითად ნივთიერებებს (ან ნივთიერებათა ოჯახებს), რომლებიც წითელ ღვინოს დამახასიათებელ თვისებებს ანიჭებს. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია პოსტერზე.
„წითელ ღვინოს ისეთი კარგი თვისებები აქვს, რომ 150 წლამდე გაცოცხლებს“, - მსგავსი ფრაზები, რომლებიც წითელ ღვინოს ალქიმიკოსების სიცოცხლის ელექსირად ნათლავენ, არაერთგან მოგვისმენია. გაგვიგია, რომ მასში შემავალ ნივთიერებებს სიმსივნის თავიდან აცილება შეუძლია. რამდენადაც სასიამოვნოა ერთი (ან რამდენიმე) ჭიქა წითელი ღვინის დალევა, არის თუ არა ეს ყველაფერი მართალი? იგივენარიად, სიტყვა „ტანინები“ ხშირად გამოიყენება ხოლმე, როდესაც ღვინის გემო და ხარისხია დისკუსიის ქვეშ, მაგრამ მაინც რა არის ტანინები? რამდენად ...
ქიმია, ორგანული ქიმია, წითელი ღვინო, ღვინო.
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
2015 წელს ამერიკაში წითელას გავრცელებამ და დღეს, ახალი კორონავირუსის SARS-CoV-2-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოიწვია დისკუსია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მშობელი ირჩევს, რომ ვაქცინა არ გაუკეთოს შვილს. მიუხედავად მისი სარგებლისა ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ბრალი ვაქცინის ქიმიურ შედგენილობასაც ედება ხოლმე. გავრცელებულია დეზინფორმაცია, რომ ეს ნივთიერებები უარყოფით ეფექტს გამოიწვევს. ზემოთ მოცემულ გრაფიკულ პოსტერზე წარმოჩენილია ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ვაქცინის შემადგენლობაში შედის და, ამავდროულად, აზუსტებს მათი გამოყენების მიზანსა და უსაფრთხოებას (შესაბამისი კონცენტრაციის პირობებში).
აქტიური კომპონენტები
ზოგადად, ვაქცინები რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავენ. აქტიური კომპონენტი ...
ქიმია, მეცნიერება, ჯანმრთელობა, ვაქცინა, ვაქცინაცია
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ამბების გადაცემაში ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღიური სპორტნიუსი დაეწყოთ დოპინგების სათაურით, ეკრანზე გამოჩნდა: „წამლის კლინიკური ცდები ტრაგიკულად დამთავრდა საფრანგეში“. 90 ადამიანიდან, რომლებმაც წამალი ფაზა 1-ის ცდაში მიიღეს, ერთს მუდმივი ტვინის დაზიანება დარჩა ხელთ, ხოლო ხუთი ადამიანი სიკვდილს ებრძოდა ჰოსპიტალში. რა არის ფაზა 1-ის ცდები? სწორედ ამის ახსნას შეეცდება ეს პოსტერი და, აგრეთვე, ინფორმაციას მოგვაწოდებს წამლის აღმოჩენის მთელ პროცესზე.
როგორც მომხმარებელი, ადვილი დასავიწყებელია, თუ რამდენად დიდი დრო, შრომა და ფულია ჩადებული წამლის გამოგონება-შემუშავებაში. დაახლოებითი ფასი წამლისა, რომელმაც მიიღო მარკეტზე გაშვების ლიცენზია, სრულად
მედიკამენტი, ვალიდაცია