ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ზაფხულის განუყოფელი ნაწილია ნაყინი. ერთი შეხედვით ნაყინი მარტივი დესერტია, თუმცა მის უკან კომპლექსური ქიმია დგას. ეს ინფოგრაფიკა ნაყინის ინგრედიენტებს მიმოიხილავს და ხაზს უსვამს თითოეული კომპონენტის მნიშვნელობასა და გავლენას საბოლოო პროდუქტზე. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრი რამის თქმა შეიძლება ნაყინთან დაკავშირებით, ეს ინფოგრაფიკა მხოლოდ მიმოხილვაა.

 

როგორც აღვნიშნე, ერთი შეხედვით რთული დასაჯერებელია, რომ ნაყინი რთული რამაა, იგი ხომ ჩვენთვის ცნობილი ინგრედიენტების: რძის, ნაღებისა და შაქრის ნაზავია. რამდენად რთული შეიძლება იყოს ამ სამი კომპონენტის შერევა? როგორც აღმოჩნდა: საკმაოდ რთული! ამ სამი ინგრედიენტის უბრალოდ შერევითა და გაყინვით კარგი ნაყინი არ მიიღება. იმისათვის, რომ გავარკვიოთ რატომ, აუცილებელია ვისაუბროთ თითოეულ კომპონენტზე და მათ როლზე ნაყინის ...

სრულად

ნაყინი, მეცნიერება, ზაფხული

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

რა განსხვავებაა სულფატებსა და სულფიტებს შრის, ქლორატებსადა პერქლორატებს? მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს იმ ძირითად პოლიატომურ იონებს, რომლებიც ხშირად შეგხვდებათ ქიმიის სწავლისას.

ამ იონთა სტრუქტურებში შეხვდებით წყვეტილი ხაზებით გამოსახულ ბმას, რომელიც უჩვენებს, თუ სად ხდება მუხტის დელოკალიზაცია. იონის მუხტი გარედანაა ნაჩვენები. ჩემთვის ცნობილია, რომ ბმების ამ მეთოდით გამოსახვა სკოლის მოსწავლეებისთვის უჩვეულოა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ასე დავტოვო.

რა თქმა უნდა, პოლიატომური იონების რაოდენობა ამ ინფოგრაფიკით არ შემოისაზღვრება. არი იონებიც, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არ შეხვედრილან.

სრულად

ქიმია, ნაერთები, ფორმულა, პოლიატომური იონები

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

2015 წელს სოციალური ქსელში „ფოლკსვაგენის“ შესახებ არც ისე სახარბიელო ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიამ აღიარა, რომ მილიონობით მანქანაში დამონტაჟებული იყო ე. წ. „დამმარცხებელი მოწყობილობა“, რომელიც გამონაბოლქვის ტესტირების დროს გაცილებით ნაკლებ დამაბინძურებლების დონეს აჩვენებდა, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. უამრავი სტატია გამოქვეყნდა ამ სკანდალის შესახებ. დღეს ვისაუბროთ, თუ როგორ შეიძლება ქიმია მოვიშველიოთ, რათა ატმოსფერული დამაბინძურებლების კონცენტრაცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰაერში.

 

ავტომობილთა გამონაბოლქვი

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა დამაბინძურებელი აირებისა იყოს გამონაბოლქვში. ამ აირებში შედიან ნახშირწყალბადები, რომლებიც უბრალოდ დაუწველი საწვავია, მყარი ნაწილაკები (მაგ.: ჭვარტლი). გარდა ამისა, ...

სრულად

ჰაერის დაბინძურება მანქანა, კატალიზატორი, შარდოვანა

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

 

 

სწრაფი ბმულები