ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ქიმიკოსი, სიტყვა „მჟავა“-ს წაკითხვისთანავე, გაგახსენდებათ ქიმიის გაკვეთილი... როგორც წესი, მჟავების აღსაწერად გამოყენებულია ხოლმე ტერმინები: სუსტი ან ძლიერი, კონცენტრირებული ან განზავებული. მაინც რა განსხვავებაა ძლიერ მჟავასა და კონცენტრირებულ მჟავას შორის? ამ საკითხის ახსნა, იმაზე რთულია, ვიდრე გგონიათ. მოდით, ავხსნათ ამ გრაფიკის მეშვეობით!

 

მჟავების დიდი რიცხვი ხსნარების სახით გამოიყენება - მჟავა, რომელიც წყალშია გახსნილი. მართალია, ჩვენ მათ ხსნარების სახით ვიყენებთ, მაგრამ მჟავები არსებობენ მყარი (როგორებიცაა: ლიმონმჟავა და ღვინომჟავა), თხევადი (ეთანმჟავა, რომელსაც ძმარი შეიცავს) და აირადი სახითაც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მჟავაა მარილმჟავა - ქლორწყალბადის წყალში გახსნის შედეგად მიღებული ხსნარი.

 

...

სრულად

მჟავა, განზავებული, კონცენტრირებული, ქიმია, მეცნიერება, მჟავას სიძლიერე.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ნებისმიერი სხეული მატერიას წარმოადგენს. მატერია კი ატომებისაგან შედგება. ესაა ჩვენი მოცემულობა, პირველადი ცნება და ესაა ის, რასაც სკოლაში ვსწავლობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი იდეები, თუ რა არის, რას წარმოადგენს ატომი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალია: 100 წლის წინაც კი მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობდნენ, თუ როგორ გამოიყურება ატომი. ეს ინფოგრაფიკა მიმოიხილავს ატომთა მოდელების ევოლუციას.

 

მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკა იწყებს 1800-იანი წლებიდან, ატომის იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა... სიტყვა „ატომი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან და მისი უხეში თარგმანი არის „განუყოფელი“. ატომის შესახებ იდეას რამდენიმე სხვადასხვა მოაზროვნეს მიაკუთვნებენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე ხშირად დემოკრიტეს (ძვ. წ. 460-370) და მისი მენტორის, ლევკიპუსის, სახელი ჩანს ხოლმე. თუმცაღა მათი იდეა დღევანდელობასთან ...

სრულად

ატომი, ატომები, ქიმია, ისტორია, მეცნიერება, ბორი, რეზერფორდი, კვანტური ფიზიკა

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

განვაგრძოთ 8 მარტთან დაკავშირებული პოსტები, რომლებიც მეცნიერ ქალბატონებს ეძღვნებათ. ამ ინფოგრაფიკაზე დამატებით კიდევ 12 ქალი მეცნიერია წარმოდგენილი.

სრულად

მეცნიერება, ქიმია, ისტორია, ქალთა საერთაშორისო დღე

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები