ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
დღესდღეობით ჩვენ კორონავირუსის აგებულებას/სურათს ვიცნობთ. წითელი/მწვანე წვეტიანი ბურთულები ჟურნალისტების რეპორტაჟის ფონადაა ხოლმე გამოკრული და სოციალური ქსელიც ამ „ბრაზიანი“ ბურთულებითაა დახუნძლული, მანდელბროტის ფლუქტუაციებივით. უახლოეს დღეებში კორონავირუსის სურათს ახლავს ხოლმე იმედისმომცემი ამბავი, რომელის მიხედვითაც, СOVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ მე-3 ფაზის ცდები წარმატებით გაიარა. ვაქცინების წარმატება დამოკიდებულია სწორედ იმ წვეტებზე, რომლებიც კორონავირუსს აქვს ასე არხეინად გამოშვერილი.
მოდით, დავბრუნდეთ ცოტა უკან და განვიხილოთ COVID-19-ის ვაქცინის ფართე სურათი. 2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 13-მა ვაქცინამ მიაღწია ტესტირების ბოლო საფეხურს, ათასობით მოხალისე ადამიანზე ვაქცინის გამოცდა, რათა შემოწმდეს, მუშაობს თუ არა იგი ახალი ...
ბიოლოგია, BioNTech, ქიმია, კორონავირუსი, COVID, Pfizer, რნმ, SARS-CoV-2, მეცნიერება, ვაქცინა, ვაქცინაციები.
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
თითის ანაბეჭდები ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის მიხედვითაც შეიძლება ეჭვმიტანილების გამომჟღავნება, თუმცა ანაბეჭდები ყოველთვის არ ჩანს ხოლმე თვალით, რის გამოც გამომძიებლები ქიმიურ მეთოდებს იყენებენ იმისათვის, რომ თითის ანაბეჭდების ვიზუალიზაცია შეძლონ. ამის არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ 4 ძირითადი მათგანი განვიხილოთ.
თითის ანაბეჭდების ტიპი
სანამ თითის ანაბეჭდების გამომჟღავნების ტექნიკაზე გადავალთ, ალბათ, კარგი იქნება, რომ მანამდე განვიხილოთ, თუ რა და რა ტიპის ანაბეჭდები არსებობს. სულ 3 ტიპის თითის ანაბეჭდი არსებობს: პატენტური, პლასტიკური და ლატენტური (ფარული).
პატენტური ანაბეჭდები შეუიარაღებელი თვალით ადვილი შესამჩნევია, დამატებითი ჩარევის გარეშე. იგი შეიძლება იყოს სისხლით, მელნით ან მიწით ...
კრიმინალისტიკური ქიმია, კრიმინალისტიკა, თითის ანაბეჭდი, ამინომჟავები, კრიმინალური სცენა, დანაშაულის ადგილი, გამოძიება
Compound Interest | თარგმანი: ლაშა ხუციშვილი
რა არ გაგვიგია ტკბილი გაზიანი სასმელების შესახებ: ზოგი ნაცნობისგან გაგონილ ამბავს ყვება ხოლმე და ზოგიც ნაცნობის ნაცნობისგან. მათ შესახებ ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე, ონლაინ მედიაშიც გვხვდება. ამ ინფორმაციის ნაკადში რთულია მტყუან-მართალის დადგენა, რადგან ინფორმაცია, როგორც წესი, ჰიპერბოლიზირებულია ან „შინაგანი ხმისგანაა“ წამოსული ხოლმე. გავარჩიოთ, რომელია მტყუან-მართალი.
სანამ დავიწყებდეთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ, რაც უფრო ნაკლებ გაზიან სასმელებს მიიღებს ადამიანი, უკეთესია. რასაკვირველია, აქვს ჯანმრთელობაზე გავლენა გადამეტებული დოზით დალევის შემთხვევაში. ამ ინფოგრაფიკის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის სისწორის შემოწმებაა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაციის გადამოწმების ჩვევას თუ განივითარებენ ადამიანები, ...
ასპარტამი, კოფეინი, ქიმია, კოკა-კოლა, ფსევდომეცნიერება, მეცნიერება, გაზიანი სასმელები.