ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

სხვადასხვა ზომის, ფორმის, დანიშნულების ლაბორატორიული ჭურჭლის ფართო ასორტიმენტი არსებობს:  ამ პოსტერზე გაეცნობით მათ მნიშვნელოვან ნაწილს.

 

ძირითადი ჭურჭელი

ეს ნივთები ნაცნობია თითქმის ყველასთვის, ვინც ქიმიის პრაქტიკულ გაკვეთილზე მაინცაა ნამყოფი. სინჯარები არქეოტიპული სიმბოლოა ქიმიისა ქიმიურ ჭიქასთან ერთად. სადუღი სინჯარა გარეგნულად დიდად არ განსხვავდება ჩვეული სინჯარისგან, მაგრამ გამოიყენება, როდესაც გაცხელება/დუღილია საჭირო. ზოგადად ქიმიური ჭურჭელი, რომლის გაცხელებაც შეიძლება, თხელკედლიანი და შედარებით განიერია ხოლმე.

 

კოლბები

სრულად

ლაბორატორიული ჭურჭელი, სინჯარა, კოლბა, მენზურა, ძაბრი

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ცოტა რამაა ცივ ლუდზე უკეთესი ცხელი დღის ბოლოს. ალბათ, ლუდის ბოთლის თავსახურს რომ ხსნით, არც კი ფიქრობთ სასმელის ქიმიზმზე - მაგრამ სწორედ ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც განაპირობებს ლუდის სიმწარესა და არომატს. არაერთი ქიმიური ჯგუფი და ოჯახი ქმნის ლუდის გემოს.

კარგი იქნება, ალბათ, თუ ხარშვის პროცესზე ვიტყვით ერთ-ორ სიტყვას. სანამ ეს საფეხური დაიწყება, პირველ რიგში, ქერი უნდა მომზადდეს.  ეს მოიცავს ქერის აღმოცენებას რამდენი დღის განმავლობაში და შემდეგ ღუმელში გამოშრობას. ამის შემდეგ ქერი იფქვება, რათა ენზიმებმა (კატალიზატორი ცილა) ადვილად მიაღწიონ სახამებლის მოლეკულებთან ფერმენტაციის დროს. დაფქვის შემდეგ მიღებულ მასას ცხელ წყალში ალბობენ, რაც ტკბილ წვენს (შაქრებით მდიდარს) წარმოქმნის.

ტკბილი წვენი შემდეგ სახარშ ქვაბში თავსდება. სწორედ აქ ემატება სვია სხვა ...

სრულად

ლუდი, ლუდის ხარშვა, სვია, ალოე, ლაგერი, ქიმია

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

არაერთი დღესასწაული აღინიშნება შამპანურის ბოთლის გახსნით, დაწყებული ქორწილიდან დამთავრებული ახალი წლით. ჭიქაში ბუშტუკების შიშხინი, ერთი შეხედვით, მარტივად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მის უკან მდიდარი და საინტერესო ქიმია დგას - ქიმია, რომელიც აუცილებელია გემოსა და არომატისთვის.

ცნობილი ქიმიური აგენტი, რომელიც ბუშტუკებს აჩენს შამპანურში (და არა მარტო) ნახშირორჟანგია (იგივე ნახშირბადის დიოქსიდი). შამპანური სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით განსხვავებულია, რამდენადაც იგი ორ ფერმენტაციის პროცესს გადის - პირველი: მანამ, სანამ ბოთლში მოთავსდება და მეორე: ბოთლში, სანამ მას გახსნიან. მეორე ფერმენტაცია წარმოქმნის ნახშირორჟანგსა და ეთანოლს, რომლებიც აუცილებელია საბოლოო პროდუქტისთვის.

საშუალო 0.75-ლიტრიანი შამპანურის ბოთლი, მიახლოებით, 7.5 გრამ გახსნილ ნახშირორჟანგს შეიცავს. ეს ...

სრულად

შამპანური, დღესასწაულები, მეცნიერება, ღვინო