ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

 

ვინ დგას Compound Interest-ის (ქართული „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“-ის) უკან?

Compound Interest (Ci), არის საიტი, რომლის მიზანია უფრო ახლოდან დაანახოს მკითხველს ქიმიური ნაერთები, რომლებსაც დღითიდღე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. იგი მოიცავს მარტივ ენაზე დაწერილ ვიზუალურ-გრაფიკულ მასალას, რომელსაც ტექსტური ნაწილიც ახლავს, და სტატიას, რომელიც საიტზე თითოეული პოსტერის ქვეშაა. ორიგინალ საიტს მართავს ენდი ბრანინი (Andy Brunning), კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) ხარისხის მქონე ქიმიის მასწავლებელი. ენდი თავისუფალ დროს ქმნის ხოლმე პოსტერებს.

Ci-ს ქართულ ვერსიას, რუბრიკას სახელად „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“, ხელმძღვანელობს ლაშა ხუციშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, IChO 51-ის ბრინჯაოს მედალოსანი. მან ენდი ბრანინისგან 2020 წლის ივლისში მიიღო საავტორო უფლებების დაცვით ნაშრომების თარგმნისა და გამოყენების ნებართვა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ენდის.

 

შემიძლია თუ არა გამოვიყენო/გავაზიარო ინფოგრაფიკები?

რასაკვირველია, გაზიარება/გამოყენება შესაძლებელია, თუმცა CC-BY-ND-NC-ის პირობით მასში ცვლილებების შეტანა არაა ნებადართული.

 

ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?

ორიგინალი საიტის საავტორო უფლება ეკუთვნის ენდი ბრანინს, ხოლო მისი ქართული ვერსიის („ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“) საავტორო უფლება - ლაშა ხუციშვილს.

იდეების/შენიშვნების გაცემის სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მეილზე: lkhut2019@agruni.edu.ge