15. მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1. აზოტი. ფოსფორი

1. ახსენით რატომ არ აქვს აზოტს ტიპური იონების (N5+, N3-) წარმოქმნის უნარი?

2. რომელი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ნიადაგში მოლეკულური აზოტი?

3. ახსენით როგორი ელექტრონული აღნაგობა აქვს აზოტის მოლეკულას. როგორია და რით არის განპირობებული მისი ენერგეტიკული მდგრადობა?

4. შესაძლებელია თუ არა ჰაერის გათხევადებით სუფთა სახით აზოტის მიღება? რა მინარევები შეიძლება ახლდეს გათხევადებულ აზოტს ჰაერის ჟანგბადისგან დაცილების შემდეგ?

5. როგორია მოლეკულური აზოტის აქტიურობა მეტალებთან ურთიერთქმედების დროს? რომელ მეტალებს უერთდება მოლეკულური აზოტი? რომელ მეტალს უერთდება მოლეკულური აზოტი ოთახის ტემპერატურაზე? რა ნივთიერებები წარმოიქმნება აქტიური მეტალების აზოტთან ურთიერთქმედების დროს? როგორია მათი მდგრადობა წყლის მოქმედების მიმართ?

6. როგორ ღებულობენ აზოტს მრეწველობაში?

7. რომელ არამეტალებს არ უერთდება აზოტი უშუალოდ?

8. რა მეთოდებით ახდენენ ჰაერის აზოტის ფიქსაციას (მის ბმულ მდგომარეობაში გადაყვანას)? რა პერსპექტივა აქვს ამ მეთოდს მეტალური კატალიზატორების გამოყენებით?

9. რა გამოყენება აქვს აირად (მოლეკულურ) აზოტს?

10. როგორია ამიაკის ელექტრონული აღნაგობა და კონფიგურაცია? რა მნიშვნელობას ღებულობს ამ შემთხვევაში სავალენტო კუთხე?

11. როგორ პირობებში ატარებენ მრეწველობაში ამიაკის სინთეზს? რომელი კატალიზატორები გამოიყენება სამრეწველო მეთოდით ამიაკის სინთეზში?

12. ამიაკის გარდა, წყალბადთან აზოტის რომელ ნაერთებს იცნობთ? როგორია მათი ქიმიური აქტიურობა და რა გამოყენება აქვთ ამ ნაერთებს?

13. როგორ ურთიერთქმედებს თხევადი ამიაკი ტუტე მეტალებთან და რა გამოყენებაა აქვს მიღებულ ნაერთებს?

14. აზოტის რომელი ოქსიდი გამოიყენება ნარკოზულ საშუალებად? როგორ მიიღება ეს ოქსიდი?

15. რა არის ამიაკის კატალიზური დაჟანგვის საბოლოო პროდუქტი და რომელი მნიშვნელოვანი ნაერთის სამრეწველო ხერხით მისაღებად გამოიყენება?

16. რით განსხვავდება აზოტ(IV)-ის ოქსიდის ნატრიუმის ტუტესთან ურთიერთქმედების რეაქციები ჟანგბადის თანაობისას და მის გარეშე?

17. რა სამრეწველო გამოყენება აქვს აზოტ(IV)-ის ოქსიდის წყალთან ურთიერთქმედების რეაქციას ჟანგბადის თანაობისას?

18. როგორია აზოტმჟავას მეტალებთან ურთიერთქმედების სპეციფიკა? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ტოლობები.

19. როგორ ახსნით სხვადასხვა მეტალის ნიტრატის განსხვავებულ ქიმიურ ქცევას გაცხელებისას (დაშლის რეაქციის განსხვავებული მიმართულება)?

20. რომელი აზოტშემცველი იონი მოქმედებს უარყოფითად ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარზე?

21. როგორია აზოტის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში?

22. რა განსხვავებაა აზოტის და ფოსფორის ფიზიკურ მახასიათებლებს შორის?

23. დაასახელეთ ფოსფორის ძირითადი ნედლეული. დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

24. რამდენი სტრუქტურული (ალოტროპიული) ფორმა აქვს ფოსფორს? რა განსხვავებაა ფოსფორის ალოტროპიულ ფორმებს შორის?

25. როგორია განზავებული და კონცენტრირებული აზოტმჟავას ფოსფორთან ურთიერთქმედების სპეციფიკა?

26. რით არის განპირობებული აზოტ (III და V)-ის და ფოსფორ (III და V)-ის ოქსიდების მდგრადობას შორის განსხვავება?

27. შეადარეთ ფოსფორის და აზოტის ოქსიდების ქიმიური თვისებები. დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობები:

28. რა გამოყენება აქვს ფოსფორმჟავას მარილებს? რომელი მარილები გამოიყენება სასუქად? რომელი მარილი შეიცავს ერთდროულად აზოტს და ფოსფორს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

29. რატომ უწოდებენ ფოსფორს (კალციუმთან ერთად) ადამიანის “საყრდენ” ელემენტს? როგორია ფოსფორის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში? როგორია მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?

 

s