15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

ახსენით როგორი ელექტრონული აღნაგობა აქვს აზოტის მოლეკულას. როგორია და რით არის განპირობებული მისი ენერგეტიკული მდგრადობა?

 

პასუხი:

აზოტის მოლეკულაში (N2) თითოეული ატომის ერთი s- და ერთი p-ვალენტური ორბიტალი განიცდის sp-ჰიბრიდიზაციას. ჰიბრიდული ორბიტალების გადაფარვით ატომებს შორის მყარდება ერთი σ-ბმა. აზოტის ატომის ორი არაჰიბრიდული py- და pz-ორბიტალების გვერდითი გადაფარვით ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეში მყარდება ორი π-ბმა და აზოტის მოლეკულაში ხორციელდება სამმაგი ბმა: ერთი σsp-sp და ორი πp-p. აქედან გამომდინარე, სამმაგი ბმა განაპირობებს მოლეკულის მდგრადობას და ქიმიურ ინერტულობას. ქიმიურ რეაქციებში აზოტი აქტივაციის მაღალი ენერგიით ხასიათდება.