ISBN: 978-9941-26-250-0

ანოტაცია

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება – არარგანული ქიმია და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში. პირველ ნაწილში კომპაქტურად არის განხილული კითხვები და შესაბამისი პასუხები ყველა მნიშვნელოვანი s, p, d და f ელემენტის და მათი ძირითადი ნაერთების ქიმიიდან. მოიცავს როგორც ელემენტების ატომების და ნაერთების აღნაგობას, ისე მიღების მეთოდებს, ქიმიურ თვისებებს, მათ როლს ადამიანის ორგანიზმში და გამოყენების მნიშვნელოვან სფეროებს.

მეორე ნაწილში განხილულია ორგანული ქიმიის ზოგადი კურსის ყველა ძირითადი კლასის მნიშვნელოვანი საბაზო კითხვები და გარდაქმნის სქემები. მოტანილია მათი შესაბამისი პასუხები. წიგნი შედგენილი და დაწერილია საინტერესოდ, კომპაქტურად და სტუდენტებისთვის გასაგები ლიტერატურული ენით; მოტანილია საინტერესო საილუსტრაციო მასალები. წიგნი გამიზნულია არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში ცოდნის თვითშემოწმებისათვის უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატის ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ორგანულ ქიმიას გარკვეული სპეციფიკური პროგრამით შეისწავლიან. ის დაეხმარება სტუდენტებს არა მარტო ორგანული ქიმიის საფუძვლიანად ათვისებაში, არამედ განუვითარებს ამ დარგში სამომავლო ხედვებს და უზრუნველყოფს მათი ცოდნის შემდგომ გაღრმავებას. ის სასარგებლო იქნება ახალგაზრდა ლექტორებისთვის და საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებლებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის, რომელთაც სურთ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ ორგანული ქიმია, ვიდრე ამის შესაძლებლობას საჯარო სკოლა იძლევა.

 

რედაქტორები:
                  აკადემიკოსი შოთა სამსონია
                  პროფესორი ბადრი არზიანი
                 ასისტენტ პროფესორი ქრისტინე გიორგაძე