15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

რით განსხვავდება აზოტ(IV)-ის ოქსიდის ნატრიუმის ტუტესთან ურთიერთქმედების რეაქციები ჟანგბადის თანაობისას და მის გარეშე?

 

პასუხი:

NO2 ტუტესთან წარმოქმნის ნიტრიტს და ნიტრატს:

2 NO2 + 2 NaOH → NaNO2 + NaNO3 + H2O

 

NO2-ის ჟანგბადთან ნარევის შემთხვევაში მხოლოდ ნიტრატი მიიღება:

4 NO2 + 4 NaOH + O2 → 4 NaNO3 + 2 H2O