15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ფოსფორმჟავას მარილებს? რომელი მარილები გამოიყენება სასუქად? რომელი მარილი შეიცავს ერთდროულად აზოტს და ფოსფორს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

ფოსფორმჟავას მარილები, ძირითადად, ფოსფოროვან სასუქებად გამოიყენება:

  • მარტივი სუპერფოსფატი _ წარმოადგენს მარილების Ca(H2PO4)2-ის და CaSO4-ის ნარევს. ეს სასუქი ხასიათდება მკვებავი ელემენტების დაბალი შემცველობით (20 %-მდე P2O5-ს შეიცავს). გარდა ამისა, CaSO4 ბალასტს წარმოადგენს;
  • ორმაგი სუპერფოსფატი - Ca(H2PO4)2, რომელიც 48 %-მდე P2O5-ს შეიცავს და არ შეიცავს ბალასტს (CaSO4);
  • პრეციპიტატი - CaHPO42H2O;
  • ამოფოსი (ძვირფასი კომპლექსური სასუქი), რომელიც ფოსფორთან ერთად აზოტსაც შეიცავს. წარმოადგენს NH4H2PO4-ისა და (NH4)2HPO4-ის ნარევს.
  • ერთდროულად აზოტ- და ფოსფორშემცველი კომპლექსური სასუქებიდან ასევე მნიშვნელოვანია:
  • ამოფოსკა (NH4)2HPO4 + NH4H2PO4 + KCl;
  • ნიტროამოფოსი NH4H2PO4 + NH4NO3;
  • ნიტროამოფოსკა NH4H2PO4 + NH4NO3 + KCl;