სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ნანა ძაძამია, ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-9 კლასის მასწავლებელი



 

 

ქიმიის მასწავლებლობა ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეები ამოგზაურო ჯადოსნურ სამყაროში

 

გაგვეცანით. ვინ არის ნანა ძაძამია?

მოგესალმებით, 2015 წელს დავამთავრე სსიპ იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლა, სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ 2015 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. 2019 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ცოდნის გაღრმავების და ხარისხის ამაღლების მიზნით ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ქიმიის ფაკულტეტზე. მაგისტრატურაზე ვიყავი უნივერსიტეტის სტიპენდიანტი. 2021 წელს დავასრულე წითელ დიპლომზე მაგისტრატურა და მომენიჭა ქიმიის მაგისტრის ხარისხი. ამ ეტაპზე ვეწევი აქტიურ ფარმაცევტულ საქმიანობას კომპანია შპს პსპ ფარმა-ში. მომავლში ვაპირებ სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურაში იმავე უნივერსიტეტში და ასევე მასწავლებლის მომზადების ერთ წლიან პროგრამაზე.

 

რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მასწავლებლობაზე, როგორც პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. სკოლის პერიოდში ქიმია მაინტერესებდა, როგორც საგანი, მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი, რომელიც ხელს გვიწყობდა საგნის უკეთ გააზრებასა და სწავლაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავიაზრე, რომ მინდოდა ჩემი საყვარელი საგნის პედაგოგი გავმხდარიყავი და მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა, საკუთარი წვლილი შემეტანა ქიმიის, როგორც საგნის პოპულარიზაციაში. მინდა მოსწავლეებმა დაინახონ, რომ ქიმია მხოლოდ ფორმულები, რთული და მოსაწყენი წესები არ არის, არამედ მისი სწავლა შესაძლებლობაა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის.

 

რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა ‘’ზურგჩანთა’’ ?

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთა“ როგორც მასწავლებელს მაძლევს შესაძლებლობას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს. ასევე მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ საკუთარი მოსწავლეებისგან რაც სწავლა-სწავლების ხარისხს ბევრად აუმჯობესებს.

 

რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან?

დღესდღეისობით ბევრ სკოლაში ლაბორატორიები არ ფუნქციონირებს ონლაინ სკოლის ზურგჩანთას მეშვეობით კი ქიმიით დაინტერესებულ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული დავალებებიც, უყურონ სხვადასხვა ვიდეოებს და ზოგადად უფრო ღრმად და ვრცლად შეისწავლონ ეს საგანი.

 

რას ურჩევთ მოსწავლეებს?

ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ რომ ყოველთვის ქონდეთ საკუთარი აზრი, ყველაფერთან მიმართებაში იყვნენ მეტად კრიტიკულები, ჰქონდეთ არგუმენტები, ამ ყველაფრისთვის კი მათ ბევრი უნდა ისწავლონ, სწორედ კრიტიკული აზროვნებაა ის მნიშვნელოვანი „ფორმულა“ რაც არამხოლოდ ქიმიის სწავლაში არამედ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

 

უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

ვფიქრობ განვლილი პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო როგორც ჩემთვის ასევე მოსწავლეებითვის. გავიცანი ახალი ადამიანები რომლებსაც აინტერესებთ ქიმია და მოხარული ვარ, რომ მათ ამ საგნის შესწავლაში ვეხმარები.

 

ესაუბრა www.chemistry.ge

2021-12-13

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები