15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

რით არის განპირობებული აზოტ (III და V)-ის და ფოსფორ (III და V)-ის ოქსიდების მდგრადობას შორის განსხვავება?

 

პასუხი:

N2O3 მდგრადია მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე:

N2O3 ⇄ NO2 + NO

N2O3-ს შეესაბამება აზოტოვანი მჟავა:

N2O3 + H2O → 2 HNO2

 

N2O5 ადვილად იშლება აზოტის დიოქსიდის და ჟანგბადის წარმოქმნით:

2 N2O5 → 4 NO2 + O2

 

N2O5 წყალში იხსნება და მიიღება აზოტმჟავა:

 N2O5 + H2O → 2 HNO3

 

ფოსფორ(III)-ის და ფოსფორ(V)-ის ოქსიდები P4O6 და P4O10 ციკლური აღნაგობის ნაერთებია, რის გამოც, აზოტის შესაბამის ოქსიდებთან შედარებით, მდგრადი ნაერთებია.