15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
როგორ ღებულობენ აზოტს მრეწველობაში?
პასუხი:
მრეწველობაში აზოტი ღებულობენ ჰაერის გათხევადებით და თხევადი ჰაერის ფრაქციული გამოხდით. აზოტი ჟანგბადზე უფრო დაბალმდუღარეა (Tდღ -196 °C), ამიტომ ის ჟანგბადზე სწრაფად ორთქლდება, რაც მისი ჟანგბადისაგან დაცილების შესაძლებლობას განაპირობებს. მისი მიღება ასევე შეიძლება გარკვეულ ტემპერატურაზე გახურებულ რკინაზე ჰაერის ნაკადის გატარებით. ამ დროს აზოტი სუფთავდება ჰაერის ჟანგბადისაგან, მაგრამ მინარევის სახით შეიცავს ინერტულ აირებს და ზოგიერთ სხვა მინარევს (მაგალითად, CO2).