15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

ამიაკის გარდა, წყალბადთან აზოტის რომელ ნაერთებს იცნობთ? როგორია მათი ქიმიური აქტიურობა და რა გამოყენება აქვთ ამ ნაერთებს?

 

პასუხი:

ცნობილია წყალბადთან აზოტის შემდეგი ნაერთები: ჰიდრაზინი, ჰიდროქსილამინი და აზოტწყალბადმჟავა. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჰიდრაზინი H2N-NH2 (N2H4), რომელიც ძლიერი საწამლავია. ამიაკისგან განსხვავებით, მინერალურ მჟავებთან, მაგალითად, მარილმჟავასთან, წარმოქმნის ორი ტიპის მარილებს: N2H4·HCl და N2H4·2HCl. ჰიდრაზინი და მისი მარილები შესაბამისად, ამიაკზე და ამონიუმის მარილებზე უფრო არამდგრადებია; ჰაერზე იწვის დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით:

N2H4 + O2 → N2 + 2 H2O

ჰიდრაზინი კარგი აღმდგენია. ადვილად იჟანგება კალიუმის პერმანგანატის ხსნარით:

5 N2H4 + 4 KMnO4 + 6 H2SO4 → 5 N2 + 2 K2SO4 + 4 MnSO4 + 16 H2O

 

ჰიდრაზინი მიიღება ნატრიუმის ჰიპოქლორიტზე ამიაკის კონცენტრირებული ხსნარის მოქმედებით:

NaClO + 2 NH3 → N2H4 + NaCl + H2O