15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
როგორ ურთიერთქმედებს თხევადი ამიაკი ტუტე მეტალებთან და რა გამოყენებაა აქვს მიღებულ ნაერთებს?
პასუხი:
თხევადი ამიაკი რეაქციაში შედის ტუტე მეტალებთან. ამიდების (MNH2) წარმოქმნით:
2 Na + 2 NH3 → 2 NaNH2 + H2
NaNH2 - ძლიერი წყალწამრთმევი და ფუძე თვისებებით ხასიათდება:
NaNH2 + H2O → NaOH + NH3
გამოიყენება ზოგიერთ ორგანულ სინთეზში, მაგალითად, ინდიგოს, აგრეთვე პოლიმერიზაციის კატალიზატორად (ანიონური პოლიმერიზაცია), სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.