სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია ჩხოროწყუს N2 საჯარო მე-8 კლასისა და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-8-2 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ შენგელია.
თავიდან ონლაინ სკოლასთან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი...
გამარჯობა ნიკოლოზ. მოკლედ გააცანით თქვენი თავი ჩვენი ვებგვერდის მკითხველებს.
მე ვარ ნიკოლოზ შენგელია, ვსწავლობ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში და ვარ მე-8 კლასში. ასევე ვსწავლობ ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში“ მე-8-2 კლასში.
რამ გამოიწვია თქვენი ქიმიისადმი ინტერესი?
ერთხელ ერთერთ შოუში ვნახე თუ როგორ ატარებდნენ ქიმიურ ექსპერიმენტებს, ამან მე ძალიან დამაინტერესა. ამიტომაც სულ მინდოდა რომ ქიმია მესწავლა, რათა მეც შემძლებოდა ასეთი სახალისო ექსპერიმენტების გაკეთება.
რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?
ამ სკოლის შესახებ ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა მითხრა. რა თქმა უნდა ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე რომ „რატომაც არა“ მეცადა და მიმეღო უფრო მეტი ცოდნა ქიმიის შესახებ.
რა მოგცათ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" ? ხომ არ შეცდით არჩევანში?
სკოლა „ზურგჩანთის“ წყალობით ვუსწრებდით სასკოლო თემებს და აქ წარმოდგენილი თვალსაჩინო პრეზენტაციების წყალობით მარტივად ვიგებდი საკმაოდ რთულ თემებსაც კი. აქ ყველა მასწავლებელი ყურადღებიანია და არ მოგცემენ მოდუნების უფლებას სულ ჩართული ხარ სხვადასხვა საკითხებში რაც რა თქმა უნდა თემის გაგებაში გეხმარება.
გვიხარია, რომ გაამართლა თქვენი იმედები. რას დამატებით, რას ისურვებით სკოლისგან?
თავიდან ონლაინ სკოლასთან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პირველივე გაკვეთილიდან თავი ძალიან კარგად ვიგრძენი. ამ სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები არიან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა არც ერთი თემა არ დაგვრჩეს გაუგებრად. აქ არის ძალიან მეგობრული გარემო, რაც თავს კომფორტულად მაგრძნობინებს...
მადლობას ვუხდი ამ სკოლის მასწავლებლებს და ადმინისტრაციას.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 11-05-2022