15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
რომელი აზოტშემცველი იონი მოქმედებს უარყოფითად ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარზე?
პასუხი:
აზოტოვანი მჟავა ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს. ტოქსიკურია აგრეთვე ნიტრიტებიც, რომლებიც ორგანიზმში მასში მოხვედრილი ნიტრატების აღდგენით წარმოიქმნება:
მათი ტოქსიკური მოქმედება ვლინდება ჰემოგლობინში შემავალი Fe2+-ის Fe3+-ად დაჟანგვით, ხოლო გამოყოფილი NO ჰემოგლობინთან ნიტროზოჰემოგლობინს წარმოქმნის:
HHb(Fe2+) + NO2- + 2H+→ მეთ-HHb(Fe3+) + NO + H2O
HHb + NO ⇄ HHb(NO)
მეთჰემოგლობინი და ნიტროზოჰემოგლობინი ვერ ახდენენ ჟანგბადის გადატანას.