15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

როგორია მოლეკულური აზოტის აქტიურობა მეტალებთან ურთიერთქმედების დროს? რომელ მეტალებს უერთდება მოლეკულური აზოტი? რომელ მეტალს უერთდება მოლეკულური აზოტი ოთახის ტემპერატურაზე? რა ნივთიერებები წარმოიქმნება აქტიური მეტალების აზოტთან ურთიერთქმედების დროს? როგორია მათი მდგრადობა წყლის მოქმედების მიმართ?

 

პასუხი:

ოთახის ტემპერატურაზე აზოტი უერთდება მხოლოდ ლითიუმს. მაღალ ტემპერატურაზე კი მრავალ მეტალს - მაგნიუმს, კალციუმს, ტიტანს და სხვ. აქტიურ მეტალებთან აზოტი წარმოქმნის ნიტრიდებს. ნიტრიდების უმრავლესობა წყალთან შეხებისას განიცდის ჰიდროლიზს ამიაკისა და მეტალის ჰიდროქსიდის წარმოქმნით:

Mg3N2 + 6 H2O → 3 Mg(OH)2 + 2 NH3