15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
რა განსხვავებაა აზოტის და ფოსფორის ფიზიკურ მახასიათებლებს შორის?
პასუხი:
აზოტთან შედარებით, ფოსფორის ატომური რადიუსი დიდია. აქედან გამომდინარე, მისი ელექტროუარყოფითობა და იონიზაციის ენერგია აზოტისაზე ნაკლებია. ფოსფორი, ატომის დიდი რადიუსის გამო, მეტი პოლარიზებადობით ხასიათდება, აქვს ვაკანტური d-ქვედონე, რაც იწვევს დამატებითი ჟანგვითი რიცხვის გამოვლენას.