15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

როგორია ამიაკის ელექტრონული აღნაგობა და კონფიგურაცია? რა მნიშვნელობას ღებულობს ამ შემთხვევაში სავალენტო კუთხე?

 

პასუხი:

 NH3-ის მოლეკულას აქვს ტრიგონალური პირამიდის ფორმა მის წვეროში აზოტის ატომით.

 

მისთვის დამახასიათებელია sp3-ჰიბრიდიზაცია. აზოტის სამი გაუწყვილებელი p-ელექტრონი 1s-ელექტრონთან განიცდის ჰიბრიდაზაციას და წარმოქმნილი ჰიბრიდული ორბიტალები მონაწილეობენ პოლარული კოვალენტური ბმის წარმოქმნაში (N−H ბმა). გარე ელექტრონების მეოთხე წყვილი გაუზიარებელია და წყალბადის იონთან შეუძლია წარმოქმნას დონორულ-აქცეპტორული ბმა ამონიუმის იონის NH4+  წარმოქმნით. ამიაკის მოლეკულაში ბმებს შორის კუთხე 107.5°-ის ტოლია. ე.ი. ადგილი აქვს არაწესიერი ტეტრაედრის მიღებას.