APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
მემატიანე

ყველა მოგონება

რიმა პაპავა

ქალბატონი რიმა პაპავა გახლავთ შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც საფულიანად შეგვასწავლა ისეთი რთული საგანი, როგორიცაა ორგანული ქიმია. ის ორგანული ქიმიის სემინარებს უძღვებოდა და თითოეულ სტუდენტს, ინდივიდუალურად ასწავლიდა ორგანული ქიმიის საფუძვლებს. ლექციების შემდეგაც გვითმობდა დროს, რომ საგანი უკეთ შეგვესწავლა. გასული საუკუნის 50 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტმა, პროფესორმა, ილია…

გიორგი ადამიასრულად

დავით გონაშვილი

მართლაც ძნელი ყოფილა მეგობარზე წარსული დროით საუბარი. მე და დათომ ერთ წელს ჩავაბარეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯგუფში ვიყავით, ახლო მეგობრები ვიყავით და საერთოდ ჩვენი კურსის ბიჭებს (გია ხატისაშვილი, ზაზა კეჭაყმაძე, დავით საბელაშვილი, მე და დათო გონაშვილი) ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც ახლაც გრძელდება. ჩვენი ბიჩოკა (ასეთი ზედმეტსახელი შევარქვით დათოს) გამორჩეული იყო. ადამიანებთან კომუნიკაციის…

გია ადამიასრულად

გურამ სუპატაშვილი

ბატონი გურამ სუპატაშვილი მეტად ღირსეული და პრინციპული პიროვნება იყო, როგორც იტყვიან „ვაჟკაცური პიროვნება“. იგი მართლაც გამოირჩეული იყო ქიმიის ფაკულტეტზე. სტუდენტებში ცოდნასთან ერთად, ადამიანობას აფასებდა. გამოცდებსაც სამართლიანად ატარებდა, მისთვის არ არსებობად,თუ ვისი შვილი იყავი, ყველას ერთნაირად „წურავდა“. სტუდენტობის დროს მე სულ ერთი სემესტრი მქონდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ უნივერსიტეტში,შემხვდა და რაღაც მთხოვა…

გიორგი ადამიასრულად

სერგო ადამია

სერგო ადამიას უნიკალური იტალიური ოპერის კოლექცია ჰქონდა. იგი ქალაქში ერთერთ დიდ კოლექციონერად ითვლებოდა. შესანიშნავად ერკვეოდა საოპერო ხელოვნებაში. ბ-ნ სერგოსთან ხშირად მოდიოდნენ თბილისის საოპერო თეატრის მომღერლები, რათა მოესმინათ საოპერო არიები, მარია კალასის, ტიტო გობის, მარიო დელ მონაკოსა და სხვა გამოჩენილი ხელოვანის შესრულებით.

გია ადამიასრულად

სერგო ადამია

მამაჩემს ბევრი ქართველისაგან განსხვავებით ღვინის სმა არ უყვარდა. ერთხელ ორგანული ქიმიის დიდ ლაბორატორიაში წვეულება იყო, სუფრას როგორც ყოველთვის ბატონი ილო გვერდწითელი უძღვებოდა. სერგო, ღვინოს არ სვამდა, ეს შეამჩნია ბატონმა ილომ, და მკაცრად ჰკითხა: „სერგო ღვინოს რატომ არ სვამ, არ მოგწონს?!“ „მე ბატონო ილო ღვინო არ მინდა, ლიმონათს დავლევო“- მიუგო ბ-ნმა სერგომ, „ ძალიან კარგი, მაშინ რამდენ ღვინოს დავლევ ზუსტად იმდენი…

გია ადამიასრულად

ვახტანგ (ვატო) უგრეხელიძე

ვატო ძალზე ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და ის უზარმაზარი იმედი, რასაც მისი გვერდით ყოფნით გრძნობდი, თან გაიყოლა. ვატო ღირსეული მშობლების გაზრდილი კაცი იყო და მთელი ცხოვრება ღირსეულად იცხოვრა. მასთან საოცრად საინტერესო იყო ურთიერთობა. ვატო უაღრესად ერუდირებული და ძალიან გამჭრიახე იყო. ჩვენ თანატოლები ვართ და ჩვენს თაობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტი იყო. ვატოს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა აგრარული…

გიგა ქვარცხავასრულად

ომარ მუკბანიანი

უზომოდ ძნელია ისაუბრო წარსულში ადამიანზე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ჩვენს შორის იყო სიცოცხლით სავსე და სიცოცოცხლის მოყვარული. პროფესორი ომარ მუკბანიანი - ქართველი მეცნიერი, პროფესიონალი, კოლეგა, მეგობარი და უბრალოდ ქრისტიანი ადამიანი იყო: სიკეთის, სიხარულის და ნუგეშის მომნიჭებელი; ყოველთვის სალმიანი, მომღიმარი და იუმორით სავსე; მზრუნველი და დაუზარელი მეგობარი; ერთგული, უშიშარი და მუდამ მებრძოლი, რომლის მხარდაჭერის და…

პროფესორი, დიანა ძიძიგურისრულად

ემზარ ლომიძე

ძნელია ემზარზე ისაუბრო წარსულ დროში. ეს იყო უღალატო ადამიანი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და გია ხატისაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში დავიწყეთ მუშაობა მარლენ გორდეზიანის ლაბორატორიაში. იქ ემზარიც მუშაობდა. ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი, ყველანაირ საქმეში გვერდში გვედგა. მოგვიანებით მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ წიგნის “ქიმია გაღრმავებული კურსის“ დახვეწაში დამეხმარა.…

გიორგი ადამიასრულად

ვახტანგ (ვატო) უგრეხელიძე

ვახტანგ(ვატო) უგრეხელიძე დაიბადა ქიმიკოსების ოჯახში. მამა ცნობილი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დევი უგრეხელიძე, ხოლო დედა - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დოცენტი, როზა კუბლაშვილი იყო. შემდგომში მისმა ძმამ შალვამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო მეუღლე, ნინო გამყრელიძე - ქიმიკოსია. ვატოსთან ბავშვობის მეგობრობა მაკავშირებდა, თუმცა…

გიორგი ადამიასრულად

ომარ მუკბანიანი

ბატონ ომართან უაღესად კეთილშობილი პიროვნება იყო. მახსოვს 1976 წელს მამამ მოსკოვში წამიყვანა, მაშინ პირველად ვიყავი მოსკოვში და დიდმა ქალაქმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 10 დღე დავრჩით მოსკოვში. მოგეხსენებთ სასტუმროს შოვნა იმ დროს საკმაო პრობლემა იყო. რამდენიმე ხანს სასტუმრო "Универститетская"- ში ვცხოვრობდით, ბოლოს ორი დღე კი ბინის გარეშე დავრჩით. ბატონი ომარი იმ დროს ასპირანტურაში სწავლობდა და Арбатская-ზე…

გიორგი ადამიასრულად

36 მოგონება · გვერდი 3 / 4

მემატიანე