უზომოდ ძნელია ისაუბრო წარსულში ადამიანზე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ჩვენს შორის იყო სიცოცხლით სავსე და სიცოცოცხლის მოყვარული. პროფესორი ომარ მუკბანიანი - ქართველი მეცნიერი, პროფესიონალი,  კოლეგა, მეგობარი და უბრალოდ ქრისტიანი ადამიანი იყო: სიკეთის, სიხარულის და ნუგეშის მომნიჭებელი; ყოველთვის სალმიანი, მომღიმარი და იუმორით სავსე; მზრუნველი და დაუზარელი მეგობარი; ერთგული, უშიშარი და მუდამ მებრძოლი, რომლის მხარდაჭერის და თანადგომის იმედი ყოველთვის გქონდა  განსაცდელის ჟამს, სამართლიანი საქმისთვის ბრძოლაში, ჭირსა თუ ლხინში; გამორჩეული  მოყვასის სიყვარულით და მიმტევებლობით; ზოგჯერ ფეთქებადი და ამავდროს სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი; სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნივერსიტეტის კეთილდღეობისთვის მზრუნველი. განსაცდელის ჟამს არასდროს მიუტოვებია  კოლეგები და სტუდენტები.

კადნიერებით ვევედრები უფალს დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მართლმადიდებლობით აღსრულებულ დაუვიწყარ კოლეგასა და მეგობარს.

 

29/02/2022