APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
მემატიანე

ყველა მოგონება

ომარ მუკბანიანი

ომარ მუკბანიანი გარდაიცვალაო, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე, ისე გაისმა ეს შემზარავი ხმა. ნუგეში იმისა, რომ, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევაში, უკეთეს სამყაროში გადაინაცვლაო. ხან მჯერა და ხან არა, უკეთესი სამყაროს არსებობის შესახებ. როგორ მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლაც ასეა. აბა, როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ომარი შეიძლება გაქრეს უკვალოდ თავისი დიდი ჩანაფიქრით და თავისი დიდი, ეროვნული საქმეებით. დიახ, ერის კაცი…

გივი პაპავა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორისრულად

გოგი ჭირაქაძე

ყოველმხრივ განათლებული, ამავე დროს ძალიან უბრალო იყო, მე ვიტყოდი „ხალხოსანი’’. ტაშკენტის აეროპორტში გაფრენას ველოდებოდით რამდენიმე საათი. ყველა თვითმფრინავში ჩამსხდომი უზბეკი თუ ყაზახი დააკვალიანა, არ იზარებდა. მის კაბინეტში რემონტი კეთდებოდა. ცდილობდა ხარისხიანად გაკეთებულიყო საქმე. ,,ბატონო კარპუშ, ყავას დალევთ?’’ -მალიარს დასდევდა. ის- ,,კი, გოგიჯან’’. ეს -ბატონო კარპუშ (სომეხი იყო ალბათ), ის - გოგიჯანო…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი ახალი გადმოსული იყო გეპეიში, იმ წელს ახალი ორგანული ქიმიის ლაბორატორიაც მიიღეს. პოლონური, ამწოვებით, ყველაფრით იყო აღჭურვილი- ხელსაწყოებით დაწყებული ქიმიური ჭურჭლით დამთავრებული. რეაქტივები თუ საჭირო იყო რუსეთიდან, ბაქოდან, ერევნიდანაც ჩამოგვქონდა. მოკლედ, მჩქეფარე სამეცნიერო მოღვაწეობა დაწყებული ჰქონდა ბატონ გოგის და ჩვენც, მისი რჩეულებიც თავს არ ვზოგავდით. ბატონი გოგის რჩეულებს შორის რჩეული გია…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

გოგი ჭირაქაძე ორგანულ ქიმიას გვკიკითხავდა. როდესაც არომატულ ნაერთებზე გადავედით, ლექციის დაწყებემდე დიდის ამბით მოგვილოცა ეს. ბენზოლი, ბენზოლის ელექტრონების პი სექსტეტი მისი საყვარელი თემა იყო. - მიყვარს ბათუმი, იქ ბულვარში სულ ბენზოლის ფორმულები ხატია-მეუბნებოდა ხოლმე (მაშინ ექვსკუთხა ფილაქნები იყო დაგებული ბულვარში). .. გეპეის მეორე კორპუსის დარბაზში მედეა ჩახავასთან შეხვედრა გაიმართა. ქალბატონ მედეას სიტყვით…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის სპეციალობაზე ვსწავლობდი. მეორე კურსიდან ვიწყებდით ორგანულ ქიმიას. როგორც მახსოვს, სამი სემესტრი ვსწავლობდით ორგანიკოსები ორგანულ ქიმიას. 6 სთ-იანი ლაბორატორიული გვქონდა ორგანულ სინთეზში. მოკლედ, სექტემბერში (სწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა) გულისწყვეტით გამოვეთხოვე ზღვას და ბათუმს (ბათუმელი ვარ), ჩამოვედი თბილისში. მეორე დღეს მივდივარ ინსტიტუტში. პლეხანოვზე ჩავჯექი ტროლეიბუსში (#14)…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ერთერთი პირველი შეკრება გვქონდა სუფრასთან. ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვა- გამოგვიცხადა ბ-მა გოგიმ. ჩვენ გავფაციცდით. -სამი რამის სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიო. პირველი -შრომის სიყვარული, მეორე - შრომის სიყვარული, მესამე - შრომის სიყვარული. ხშირად იმეორებდა ამ სადღეგრძელოს. შრომის სიყვარულში რომ გამომწვრთნა, მე ძალიან გამომადგა. მეორე კურსის ასპირანტი ვარ და ზაფხულის არდადეგების შემდეგ 2 სექტემბერს ჩავედი თბილისში.…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი ბევრ სხვა თვისებასთან ერთად დახვეწილი იუმორითა და მოსწრებული სიტყვათაც იყო დაჯილდოებული. ძალიან არ უყვარდა სამსახურში დაგვიანება. თითქმის ყოველთვის 9-მდე ათი წუთით ადრე მოდიოდა და თუ მიგასწრებდა, იმ დღეს გამარჯობას აღარ გეტყოდა. ცხადია, ამის ფონზე სამსახურის გაცდენა წარმოუდგენელი იყო. თუ ვინმე ძალიან დაიგვიანებდა, ან საპატიო-არასაპატიო მიზეზით მაინც გააცდენდა, მთელი დღე შფოთავდა და ათასჯერ მაინც…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

ომარ მუკბანიანი

მთელი ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შოკირებული და გაოცებული იყო პროფესორი ომარ მუკბანიანის მოულოდნელი სიკვდილით. პროფესორმა ომარ მუკბანიანმა, თავისი სამეცნიერო მიღწევებით პოლიმერების და ორგანული მასალების დარგში, წარმოაჩინა არა მარტო საქართველო, არამედ მისი დინამიზმის და კეთილშობილების წყალობით დიდი მეცნიერული გავლენა იქონია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე. პროფესორი ომარ მუკბანიანი იყო ადვილად…

Marc Jean M. Abadie, Prof. Émérite Université de Montpellier, Franceსრულად

შოთა სიდამონიძე

მინდა ცალკე ვისაუბრო ბატონი შოთას სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მან მსოფლიოში პირველმა (1962-63წწ) გამოავლინა ცეოლითის დეკათიონირების ხარისხის გავლენა კატალიზურ აქტივობაზე, მან ექსპერიმენტული მასალის საფუძველზე დაასაბუთა ცეოლიტის კრისტალის შემადგელობაში კატიონისმნიშვნელოვანი როლი კატალიზური თვისებების ფორმირებაში, ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, მაღალვაკუუმური ადსორბციული მოცულობითი და გრავიმეტრიული, მიკროკალორიმეტრის და…

გიორგი ადამიასრულად

შოთა სიდამონიძე

ბატონი შოთა სკოლის ასკიდან იყო დაინტერესებული ქიმიით.სწავლის პერიოდში იგი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის რკინიგზის სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადაში და ოთხჯერ იყო გამარჯვებული. უნივერსიტეტის სწავლისასაც იგი მონაწილეობდა საკავშირო სტუდენტურ ოლომპიადებში. ბატონი შოთა 1970-71 წლებში სამეცნიერო კვლევებს ატარებდა ნიდერლანდებში, დელფტის ქიმიურ-ტექნოლოგიურ უნივერსიტედში, ნიდერლანდების სადედოფლო სამეცნიერო საზოგადოების…

გიორგი სიდამონიძესრულად

36 მოგონება · გვერდი 2 / 4

მემატიანე